ნათია თურნავა -  ჩინური კომპანიები იმ უპირატესობებს აღიარებენ , რომელსაც ინვესტორებს ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა სთავაზობს

ნათია თურნავა - ჩინური კომპანიები იმ უპირატესობებს აღიარებენ , რომელსაც ინვესტორებს ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა სთავაზობს

access_time2019-11-08 12:55:21

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის ელექტრონიკისა და მანქანათდანადგარების ასოციაციას შეხვდა.
აღნიშნული ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო გაერთიანებაა, რომელიც რამდენიმე ათას ჩინურ კომპანიას აერთიანებს.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ.


„ჩინეთის ელექტრონიკისა და მანქანადანადგარების ასოციაციასთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიაზე სულ მცირე ხუთი ახალი საწარმოს შექმნის შესახებ გამოითქვა მზადყოფნა. ეს საწარმოები საქართველოში მანქანა-დანადგარების წარმოება-აწყობით დაკავდებიან და ექსპორტს მოახდენენ როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა ქვეყნებში, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, საუბარია ისეთ ინვესტიციებზე, რომელიც პირველ რიგში, დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ინდუსტრიული სექტორი, მძიმე მრეწველობა ასაქმებს საკმაოდ ბევრ ადამიანს.


„შეხვედრაზე ასოციაციას ავუხსენით, მხარდაჭერის რა მექანიზმები გაგვაჩნია, მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ამასთან, ჩვენ მზად ვართ, დამატებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნაზე ვისაუბროთ, თუ კიდევ მსხვილი ინვესტიციები წამოვა. საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონზე. გვიხარია, რომ შედგა კონკრეტული საუბარი და რამდენიმე კომპანია მზად არის, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები დაიწყოს საქართველოში წარმოების გადმოტანასა და ახალი წარმოებების აწყობაზე, ვინაიდან აღიარებენ იმ უპირატესობებს, რასაც ჩვენი ბაზარი და ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს სთავაზობს, - განაცხადა ნათია თურნავამ.


„კომერსანტი“





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...


მსგავსი სიახლეები

up