ნათია თურნავა - ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა

ნათია თურნავა - ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა

access_time2019-09-09 14:57:02

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა, რაც 2018 წლის წლიური სტატისტიკის შედეგმაც დაადასტურა. ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მეწარმემ, ქართველმა ინვესტორმა, მიუხედავად გარკვეული შიდაპოლიტიკური გამოწვევებისა, ირწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და დებს ფულს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



2019 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შესაძლებელი გახდა, 2019 წელს ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო პორტფელის მომზადება. „საუბარია 3,5 მლრდ. ლარის ინვესტიციაზე ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ. ეს არის რეალური პროექტები, რომელთა განხორციელებაც წელს მალე დაიწყება ან უკვე დაწყებულია და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში. მათ შორის, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკაში „ნამახვანიჰესი", რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება და დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასეთი პროექტია ქუთაისში, სადაც რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაც დაწყებულია და ა.შ. აღნიშნული ინვესტიცია 2020 წლის სტატისტიკაში აისახება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.









მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up