ნათია თურნავა: ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში დადგენილი წესების დაცვით მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები

ნათია თურნავა: ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში დადგენილი წესების დაცვით მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები

access_time2020-03-23 15:33:18

„პირველ რიგში, საგანგებო საკარანტინო რეჟიმის შემოღება კეთდება იმისთვის, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანები დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფრო ეფექტურად გავატაროთ პრევენციის ღონისძიებები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის მიერ ამ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის შემოღების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.


ნათია თურნავამ დღეს გამართული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ასევე ისაუბრა საკარანტინო რეჟიმის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, საკარანტინო რეჟიმის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე, დროებით ჩერდება მთელი ეკონომიკური საქმიანობა კონკრეტულად ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გარკვეული, დადგენილი წესების დაცვით ფუნქციონირებას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულის საწარმოები.


მისივე განმარტებით, დღის ბოლომდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მომზადდება კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რომელი საწარმოები გააგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.



„შემიძლია გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილი წესების დაცვით ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან - ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზის მიწოდება. სამრეწველო საწარმოები, მათ შორის წიაღის მოპოვება -გადამუშავებასთან დაკავშირებული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოები. უფრო დეტალური ჩამონათვალი ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის დღეს გამოქვეყნდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ასევე არანაირი შეფერხება არ ექნება მედიცინას, კავშირგაბმულობას, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობას. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ორ მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად განხორციელდეს ყველანაირი პრევენციული სამუშაოები, ხელიშეწყობა იქნება მაქსიმალური და მოსახლეობას არ შეექმნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემები", - აღნიშნა მან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up