ნათია თურნავა - ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ

ნათია თურნავა - ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ

access_time2021-01-27 15:50:00

წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. გვჯერა, რომ ახლაც იგივენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, თუ რამ განაპირობა არასასურსათო ვაჭრობის სფეროს აღდგენა და აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა ამ ეტაპზე კომპრომისულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ჯერჯერობით ძალაში რჩება.

„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და შოპინგ მოლები არიან ის სფერო, რომლებსაც ყველაზე პირველებს ვხსნით. 1-ელ თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნებიან. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა. პირველი, რომ წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა და იმის მიუხედავად, რომ 2 მილიონამდე ადამიანი გაატარეს იმ დროისთვის სავაჭრო ქსელებმა, ამის გამო დიდი აფეთქება არ გვქონია. გვჯერა, რომ ახლაც იგივენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა.

მეორე გარემოებაა, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, ამიტომ რიგში პირველია ეს ბიზნესი. რა თქმა უნდა, გვინდა ვიყოთ მაქსიმალისტები, ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, რადგან ფრთხილი ნაბიჯები არის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა. შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ, რა რეჟიმში გაიხსნებიან. ალბათ ჩვენი მხრიდანაც იქნება დახმარება, რომ გასახდელების და საქონლის უკან დაბრუნების შეზღუდული რეჟიმი უფრო შემსუბუქდება, მაგრამ ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა და შემდეგ ყველანი ერთად დავაკვირდებით დადებითობის მაჩვენებელს“,-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არაა.


„ვაჭრობა ის სფეროა, რომელიც ყველაზე უფრო სწრაფად აღდგება. წინასაახალწლოდაც ვამუშავეთ შესაბამისად, სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით მათ შეუძლიათ საკუთრი რესურსებით გააგრძელონ საქმიანობა. მოსახლეობაში მოთხოვნა დიდია ამიტომ თებერვალიც იქნება ძალიან ცოცხალი თვე ვაჭრობისთვის და დარწმუნებული ვართ ეს ინდუსტრია სწრაფად აღდგება, თუკი ყველა რეგულაციას დაიცავს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up