ნათია თურნავა - ბიზნესისთვის საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთა ნაწილიც მათ დღეს გავაცანით

ნათია თურნავა - ბიზნესისთვის საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთა ნაწილიც მათ დღეს გავაცანით

access_time2020-02-24 16:59:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, ბიზნესთან შეხვედრები პერიოდულად იმართება, თუმცა დღევანდელი შეხვედრა კონკრეტულად პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს განხილვას მიეძღვნა.



„საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს ბიზნესისთვის და ამ მხრივ, ბევრი სალაპარაკოც. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ინიციატივა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, რომელიც აქამდე მხოლოდ ქონების პრივატიზებას მოიცავდა და ამ რამდენიმე ხნის წინ გამდიდრდა წიაღის კომპონენტით. ამასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვაქვს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ ბიზნესთან, მათ შორის - მიწაზე გამარტივებული წვდომა იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ვალდებულება აქვთ აღებული, რომ არა მარტო მოიპოვონ, არამედ გადაამუშაონ წიაღისეული. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას საქართველოში და რაც შეიძლება ადამიანი დასაქმდეს საქართველოში, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.




შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს ორგანიზებით შედგა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსი გიორგი ჩერქეზიშვილი.






KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...


მსგავსი სიახლეები

up