ნათია თურნავა - ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვინც თვითშეგნებით ეკიდება დაწესებულ დროებით შეზღუდვებს, მადლობას ვუხდით

ნათია თურნავა - ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვინც თვითშეგნებით ეკიდება დაწესებულ დროებით შეზღუდვებს, მადლობას ვუხდით

access_time2020-10-20 13:39:07

„მას შემდეგ, რაც პანდემიიდან გამომდინარე 22:00 საათიდან შეზღუდვები დაწესდა რესტორნების მუშაობაზე, თბილისის რესტორნებიდან წამოვიდა საკმაოდ სამართლიანი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა, ვინც მანამდე გვიანობამდე სტუმრობდა თბილისის რესტორნებს, საათების შეზღუდვის შემდეგ გადაინაცვლეს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებისკენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, მცხეთის რესტორნებში მობილობის გაზრდა ასუსტებდა მთავრობის გადაწყვეტილების ეფექტურობას, არ აგდებდა მობილობას და მეორე მხრივ, უსამართლო იყო თბილისის რესტორნების მიმართ.



„აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მახლობლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებზეც გავრცელდეს იგივე შეზღუდვა", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.




მინისტრის შეფასებით, ყველამ ერთად უსაფრთხოდ უნდა გადავლახოთ მეორე ტალღა - მძიმე შემოდგომა და ზამთრის პერიოდი. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ასევე მალე იქნება შესაძლებელი დღეს არსებული შეზღუდვების მოხსნა. „ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, ბიზნესზე. ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას - მთავრობა მარტო შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებებით ვერ შეაკავებს ვირუსს. ამიტომ ძალიან დიდი თვითშეგნება უნდა გამოიჩინონ ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ყველას, ვინც ასე იქცევა, დიდ მადლობას ვუხდით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.








გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up