ნათია თურნავა - ბიზნესის სისტემური,  დარგობრივი, დიდი შეზღუდვები არ იგეგმება

ნათია თურნავა - ბიზნესის სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები არ იგეგმება

access_time2020-10-20 14:00:00

„ჩვენ არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ ბიზნესის სისტემურ შეზღუდვას, ლოქდაუნის გამეორებას, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავას განმარტებით, ხელისუფლება საჭიროებისამებრ მხოლოდ ლოკალური შეზღუდვების გზით მოქმედებს, რათა ბიზნესი სწრაფად დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. „ჩვენი არჩევანი არის მხოლოდ ლოკალური, დროებით შეზღუდვები პროტოკოლების დაცვით იქ, სადაც ეს გარდაუვალია და შემდგომში ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ ერთვება საქმიანობაში. ასე რომ, სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




ამასთან, მისი ინფორმაციით, უკვე არსებობს ამ პრაქტიკის ეფექტიანობის პირველი მაგალითები ბიზნესსექტორში, როცა ორგანიზაციაში მოხდა ინფიცირება, მაგრამ გარკვეული პერიოდის, სწორი პროტოკოლების დაცვის და ყველა რეკომენდაციის შესრულების შემდეგ ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ გაიხსნა.



„ამის მაგალითია „აჭარა ტექსტილი" და სხვათა შორის, სწორედ ამ დარგს და ასეთ კომპანიებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ სექტემბრის თვეში ექსპორტში გვაქვს თითქმის 9%-იანი ზრდა - ტექსტილი და სამკერვალო ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით. „აჭარა ტექსტილის" საწარმოში იყო ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ დღესდღეობით კვლავ მწყობრშია ქობულეთის და ბათუმის საწარმოები, ფოთის საწარმო ჯერჯერობით გაჩერებულია, იქ მიმდინარეობს ყველა დაგეგმილი ღონისძიება და იმედი მაქვს, რომ ისიც მალე ამუშავდება“, - აღნიშნა მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up