ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო, როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი განვითარდეს

ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო, როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი განვითარდეს

access_time2019-11-11 14:46:49

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას კურორტ წყალტუბოს განვითარების გეგმის მთავარი მიმართულებები გააცნო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა სასტუმრო „რედისონში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.



ნათია თურნავამ შეკრებილ საზოგადოებას წყალტუბოს განვითარების ძირითადი ექვსი მიმართულება გააცნო, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა თავის თავზე აიღებს. ესენია: კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება; კურორტის ინფრასტურქტურული განვითარება - ინფრასტრუქტურული პროექტები; წყალტუბოს ტერიტორიაზე, ყოფილ სანატორიუმსა თუ სხვა შენობებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებლის შეთავაზება; კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, ამ პროცესის ერთიანი მართვა; მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორცილება და კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა.



რაც შეეხება ერთიანი განვითარების გეგმის მომზადება და გენერალური გეგმის სახით დამტკიცებას, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის შესასრულებლად სავალდებულო იქნება პროექტში მონაწილე ყველა მხარისთვის.




„ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციატივები, არამედ როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს დანამდვილებით ეცოდინება, თუ რა ვადებში, რა ფორმით, რა სახით ვითარდება მთლიანად ეს საკურორტო მიზიდულობის ცენტრი, რაც, რასაკვირველია, ჩვენთვისაც უფრო მარტივს, სწორს და გასაგებს ხდის ამ კურორტის მართვის და განვითარების პროცესს და კერძო სექტორისთვისაც ამცირებს იქ ინვესტირების რისკებს, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ამასთან, მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ თავის დროზე წყალტუბო დაგეგმილი იყო სწორედ როგორც სპა კურორტი. „მისი განვითარების პირველი გეგმა ჯერ კიდევ ასი წლის წინ დაიწერა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნდა ასეთი ერთიანი სტრატეგია გენგეგმის სახით, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...


მსგავსი სიახლეები

up