ნათია თურნავა - ბევრი სექტორი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, სწორედ სამოქალაქო ავიაციის წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული

ნათია თურნავა - ბევრი სექტორი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, სწორედ სამოქალაქო ავიაციის წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული

access_time2019-12-07 17:00:57

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დარგის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბევრი სექტორი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, სწორედ სამოქალაქო ავიაციის წარმატებულ საქმიანობას ემყარება.

 

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გავხდით ტურისტული ქვეყანა და თავს ვიწონებთ იმით, რომ წელს სამჯერ მეტ ტურისტს მოვემსახურებით, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა, ესეც თქვენი დამსახურებაა. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი მიმზიდველი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის და ბევრი უცხოელი ბიზნესმენი ჩამოდის საქმიანი ვიზიტით, ესეც თქვენი დამსახურებაა. დღევანდელ საერთაშორისო ბიზნესში სისწრაფე, უსაფრთხოება, კონტაქტის სიმარტივე არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისითაც ვამაყობთ და ვინც ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი, რადგან უსაფრთხო სამოქალაქო ავიაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, არის ჩვენი სახე, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა დარგის გამოწვევებზე. მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5 მილიონ მგზავრზე მეტს მოემსახურა, მიმდინარე წელს კი, რუსეთიდან ფრენების შეჩერების მიუხედავად, 11 თვის წინასწარი მონაცემებით მგზავრთა რაოდენობა 4 მილიონ 800 ათასზე მეტია. „ამ მაჩვენებლის მიხედვით, გამოწვევების მიუხედავად, წელს საქართველოს აეროპორტებში ჯამურად შარშანდელზე ნაკლები მგზავრი არ გვეყოლება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


 

„ბოლო 3 წელიწადში, საქართველოს ბაზარზე 25 - მდე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, რაც ნიშნავს ახალ ტურისტებს, ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ავიატორებისთვის ეს დამატებითი გამოწვევაა, რადგან იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტების შესრულების კუთხით როგორც ხმელეთზე, ასევე საჰაერო სივრცეში,“ - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარებისთვის ახორციელებენ კომპანია „საქაერონავიგაცია“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ და სხვ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ICAO-ს ასამბლეის და EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის არჩევაზე. მისი თქმით, ეს ასევე არის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის რეფორმის აღიარება, რადგან ისტორიაში პირველად ხდება საქართველოს წარმოდგენელი ასეთი მაღალი რანგის არჩეული პირი.

„ბოლო რამდენიმე წელიწადში მსოფლოს საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლების მიმართ ჩვენი შესატყვისობის ხარისხი პრაქტიკულად გასამმაგდა. 2013 წლის მონაცემებით, ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების და მონიტორინგის თვალსაზრისით მოთხოვნების მხოლოდ 32 პროცენტს ვპასუხობდით, ახლა 88 პროცენტს მივაღწიეთ. ეს, პრაქტიკულად, ხუთ წელიწადში გაკეთებული ნახტომია, მაგრამ წინ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

საქართველოს ავიაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ სექტორის მიმდინარე ანგარიში და სამომავლო პროექტები წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს საავიაციო დარგის, მათ შორის, გადამზიდავი კომპანიების, აეროპორტებისა და სხვა სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.





საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-01-29 12:05:55
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის...

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება
access_time2020-01-29 12:30:33
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ძირითადად რა სახის საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. „საქსტატის“ მიერ...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და  მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“
access_time2020-01-29 10:45:58
„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის...


მსგავსი სიახლეები

up