ნათია თურნავა: „ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები“

ნათია თურნავა: „ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები“

access_time2020-02-19 22:10:04

„ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თავის სიტყვაში მიმოიხილა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირების ძირითადი ასპექტები და აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველო რეგიონული ლიდერია ბევრ სფეროში და მიმზიდველი, საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი. ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა იმ სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებზე, სადაც ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების დიდი პოტენციალია, მათ შორის ორმხრივი, ერთობლივი პროექტების სახით. „დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ, - აღნიშნა მინისტრმა.



ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის თავისუფალი ეკონომიკური ზონების საპარტნიორო ურთიერთობების განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით - ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიზნით.




სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოსა და ბელარუსს შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარება.



საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ბელარუს კოლეგებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებიც გააცნო. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ, წინასწარი მაჩვენებლებით, გასულ წელს 5.2% შეადგინა. „საგარეო-სავაჭრო ბრუნვა 2019 წელს 2.7%-ით გაიზარდა და 12.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტის კუთხით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი 2019 წლის სამ კვარტალში დაახლოებით 909 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენ უპრეცედენტო ზრდა გვაქვს ტურიზმის სფეროში - გასულ წელს საქართველოს 9.4 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრმა ბელარუსის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საქართველოს შედეგები სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში და მათში საქართველოს წარმატებული პოზიციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up