ნათია თურნავა: „ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი  ულტრათანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს“

ნათია თურნავა: „ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ულტრათანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს“

access_time2021-06-11 22:00:00

„ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ საქართველოს შავი ზღვის საპორტო არეალში მიმდინარეობს ბევრი საინტერესო პროექტი, მიმდინარეობს განვითარება და ერთ-ერთი პირველი არის სწორედ ახალი, მინერალური სასუქების გადამზიდავი ტერმინალი, რომელიც ყველაფერთან ერთად ასაქმებს ასზე მეტ ადამიანს და მომავალში დაასაქმებს კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს. ეს არის სრულიად უსაფრთხო ობიექტი, რომელიც აშენებულია ულტრათანამედროვე, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით და პრაქტიკულად, ამით ინვესტორებმა პასუხი გასცეს ყველა კითხვას, თუ რაიმე არსებობდა საზოგადოებაში ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტთან მიმართებაში იყო გარკვეული შეკითხვები, იყო პროტესტიც მოსახლეობაში და ეს ბუნებრივია, რადგან ბათუმი ვითარდება როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი წერტილი და მიზიდულობის ცენტრი, აქედან გამომდინარე, ყველა ინდუსტრიული ობიექტი აქ უნდა იყოს განსაკუთრებული ეკოლოგიური სტანდარტის შესატყვისი.


„ყველა სანებართვო პროცესი არის შესრულებული, ტერმინალში ძირითადად დამონტაჟებულია „სიმენსის“ აპარატურა, ასევე დამონტაჟებულია სხვადასხვა სახის ფილტრები, მათ შორის ჰაერში გაფრქვევისა თუ მტვრის შემაკავებელი ფილტრები და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ ტერმინალი, რომელიც ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, სრულიად უსაფრთხოდ მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას ინფორმაციით, მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება, რადგან, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და კვების პროდუქტების წარმოება. მისი შეფასებით, ეს იქნება მზარდი, საინტერესო, მომგებიანი, პერსპექტიული ბიზნესი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ საქართველო მართლაც არის საუკეთესო, ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში, რომელზეც გადის აბრეშუმის გზა და რაც შეიძლება მეტი, ახალი, მსგავსი ლოგისტიკური პროექტი უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში.


შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. ტერმინალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი, კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტის ინვესტორები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up