ნათია თურნავა - ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი, რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი

ნათია თურნავა - ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი, რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი

access_time2021-06-11 17:20:00

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი, იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და პროექტის ინვესტორთა გარდა ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები. ტერმინალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი.


ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება, მისი ინფორმაციით, ახალი ტერმინალი წელიწადში გადაამუშავებს და გადაზიდავს 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.



„ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ აშენდა და დასრულდა მიუხედავად გლობალური პანდემიისა და სწორედ გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც განსაკუთრებით გვიხარია ამ პროექტის, ახალი ტერმინალის ამოქმედება - ეს არის საერთაშორისო, გლობალური ინვესტიცია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის როლს და ფუნქციას.


„პროექტი შექმნილია ამერიკული, უზბეკური და ქართული ინვესტიციის სინერგიით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კარიბჭე ამ რეგიონში, კერძოდ, ბათუმის პორტი, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთთან აკავშირებს ევროპის და აზიის, დასავლურ და აღმოსავლურ ბაზრებს, რეალურად მასპინძლობს ასეთ პროექტს. ეს მაგალითია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი. აქ ერთად არის შეზავებული შუა აზიელი, ქართველი და აშშ-ელი ინვესტორის საერთო ინტერესი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთები შუა აზიიდან აზერბაიჯანის გავლით სწორედ ბათუმის პორტის, აქ შექმნილი სიმძლავრეების მეშვეობით გადანაწილდება სრულიად მსოფლიოში - ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up