ნათია თურნავა - ბათუმის აეროპორტი რეკონსტრუქციის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, 1,5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს

ნათია თურნავა - ბათუმის აეროპორტი რეკონსტრუქციის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, 1,5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს

access_time2020-06-29 19:40:36

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 1,2 მლნ მგზავრს შეადგენს. თუმცა აეროპორტი, რეკონსტრუქციის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, წელიწადში 1,5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის რეგიონის მთავარი აეროვაგზლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.  რეკონსტრუქციას აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ - ჯორჯია ახორციელებს.

 


მინისტრის განცხადებით, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება აეროპორტის როგორც გაფრენის, ისე მოფრენის დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრთა მგზავრობის კომფორტის ხარისხს. „მას შემდეგ, რაც დასრულდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევა, საქართველოში კვლავ გაგრძელდება ტურიზმის განვითარება და ტურისტების სტატისტიკა აღმავალ ტენდენციას დაუბრუნდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და აღნიშნული პროექტი არის იმ ოპტიმისტური ხედვის ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად, სრულად იზიარებს აეროპორტის მენეჯმენტ-კომპანია, ჩვენ კი ამ პროცესს ხელს ვუწყობთ, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 


 

პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს - 30 მეტრით, გაფრენის კი - 42 მეტრით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, „ტავ ჯორჯია 14 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

 





„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up