ნათია თურნავა: „აზერბაიჯანთან ვსაუბრობთ ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე,  რაც, მთლიანობაში, ჩვენი საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს“

ნათია თურნავა: „აზერბაიჯანთან ვსაუბრობთ ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე, რაც, მთლიანობაში, ჩვენი საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს“

access_time2020-02-27 23:04:17

„აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან განვიხილეთ ერთობლივი ლოგისტიკური პროექტები, რომლებზეც, ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ თბილისშიც, აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ვავითარებთ, მათ შორის, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და, რასაკვირველია, ამას დატვირთვა და განვითარება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად დერეფანი ისარგებლებს ამ ინფრასტრუქტურით, პირველ რიგში კი, ეს დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე აზერბაიჯანთან“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, მიქაელ ჯაბაროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავას შეფასებით, ძალიან მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება ორ სახელმწიფოს შორის, ეკონომიკის სამინისტროებს შორის, რაც ხელს უწყობს ერთობლივი სატერმინალო პროექტების განვითარებას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებული ტემპით დასრულებას და ა.შ. „ასევე ვსაუბრობთ სრულიად ახალ, საინტერესო პროექტებზე შავ ზღვაზე, რომელშიც შესაძლებელია, ჩაერთოს აზერბაიჯანის კერძო თუ სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები, რაც, მთლიანობაში, ჩვენი საერთო დერეფნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ორ უწყებას შორის ასევე საუბარია დიდ, ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებზე, რადგან საქართველო ძალიან სწრაფად ავითარებს თავის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ახალ გენერაციის ობიექტებს. „მე გავაცანი ჩემს კოლეგას ახალი ინიციატივა, რაც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროხაზის გაყვანას, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან. პროექტს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მნიშვნელობა, კომერციული მიმზიდველობა მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მასში მიიღებს მონაწილეობას რეგიონი და მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც არის ჩვენი საიმედო პარტნიორი, რადგან მონაწილეობს ჩვენი ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში იმ პერიოდებში, როდესაც საქართველოს ბაზარი დეფიციტურია“ - განაცხადა ნათია თურნავამ.




აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან.



მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ექსპერტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გიორგი ვაშაყმაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გივი ბახტაძე; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან კანკავა; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბიჭიაშვილი; სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ონიანი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up