ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში

ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში" წარმატებული პროგრამაა, მაგრამ ახალი ცვლილებით მეტი აქცენტი რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გაკეთდება

access_time2020-01-22 22:15:37

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული სააგენტო ახორციელებს მეწარმეობის სტიმულირების პროგრამას „აწარმოე საქართველოში. პრეზენტაციას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.



სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, 2014 – 2019 წლებში „აწარმოე საქართველოში პროგრამის მხარდაჭერით 359 საწარმო ამოქმედდა, მათგან 85 საწარმო 2019 წელს დაფინანსდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 13,000 - ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პროგრამის სასტუმრო კომპონენტის ფარგლებში, 2016 – 2019 წლებში საქართველოს რეგიონებში 136 სასტუმრო დაფინანსდა, რითიც ქვეყნის ტურისტულ სექტორს 3850 ახალი სასტუმრო ოთახების რაოდენობა შეემატა და 3 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. რაც შეეხება კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტს, 2016 – 2019 წლებში მისი დახმარებით 31 პროექტი განხორციელდა და 17400 დროებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა.



2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთიდან რეგულარული ავიარეისების შეჩერებამ საქართველოში მცირე და საოჯახო სასტუმროები დიდად დააზარალა. მათ მხარდასაჭერად პროგრამაში „აწარმოე საქართველოში შეიქმნა თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის. მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ამ პროგრამით 2019 წლის სექტემბერი - დეკემბრის პერიოდში 177 განაცხადი დაფინანსდა.




სააგენტოს დირექტორის განცხადებით, 2020 წელს პროგრამის სტრუქტურაში ცვლილება შევიდა და ის უფრო მეტად ორიენტირებული გახდა რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე, რაც შეეხება ახალ დარგობრივ მიმართულებებს, მათ დაემატა ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება, თევზჭერა, კერამიკული წარმოება, ტურისტული სერვისების შეთავაზება და სხვ.



მიხეილ ხიდურელმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიცაა ექსპორტი და მისი ხელშეწყობა. 2019 წელს სააგენტოს დახმარებით 120-მა ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 16 საერთაშორისო გამოფენაში. გარდა ამისა, სააგენტო სისტემატურად აწყობს ტრენინგებს ექსპორტის მენეჯერებისთვის. 2014 – 2019 წლებში ამ სერვისით 263-მდე ექსპორტის მენეჯერმა ისარგებლა. 2020 წლისთვის სააგენტო გეგმავს სავაჭრო პლატფორმის www.tradewithGeorgia.ge განვითარებას.



პრეზენტაციაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მიერ მომზადებულ 2020 – 21 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას და მის განხორციელების გზებზე. ამ სტრატეგიის შედეგად, უახლოეს ორ წელიწადში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. დოკუმენტი IFC-ის (საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის) მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.



„აწარმოე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების მიზნით მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე რამდენიმე ასეული საწარმო ამოქმედდა და ათასობით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. 2020 წლიდან პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ახალი პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. მისი ვექტორი მეტად იქნება მიმართული რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილებზე ბიზნეს პროექტების მხარდაჭერაზე. მეტი აქცენტი გაკეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე, აგრეთვე ისეთი დარგების ხელშეწყობაზე, როგორიცაა თევზჭერა, კერამიკული წარმოება, ბალნეოლოგიური საკურორტო ზონებისა და ტურისტული სერვისების განვითარება. პროგრამა ცვლილების შემდეგ უფრო მეტად იქნება მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს და დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, პრიორიტეტებს შორის დარჩება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საექსპორტო და იმპორტჩანაცვლებადი წარმოებების განვითარება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up