„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
25 ივნისიდან „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა. დღეის მდომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, 10 ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში.