ნათია თურნავა - „აშშ - სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო“

ნათია თურნავა - „აშშ - სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო“

access_time2021-01-15 00:00:00

აშშ - სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 



სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.



„მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ შევუერთდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ "ქლინ ნეთვორქს", რომელშიც გაერთიანებულია 60-ზე მეტი სახელმიწფო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ახლა საქართველოც გახდა ამ ოჯახის წევრი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.




მინისტრის განმარტებით, ინიციატივა შეეხება ქვეყნებში 5G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებას იმ კომპანიებთან და ტექნლოგიებთან დაკავშირებით, რომელიც შემოვა ქვეყანაში.



„ეს არის ინიციატივა, რომელიც ერთობლივად უზრუნველყოფს ამ სფეროში უსაფრთხოებას, სანდო ინვესტორების შემოსვლას. ამ ინიციატივაზე მიერთებით ჩვენ უფრო მიმზიდველი გავხადეთ გლობალური, სანდო და სოლიდური ინვესტორებისთვის ჩვენი ტელესაკომუნიკაციო სფერო. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო, მთავრობა ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რომ საქართველოში განვითარდეს ინტერნეტიზაცია, ინტერნეტტექნოლოგიები, მათ შორის დაწყებული გვაქვს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი. ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ახალი სტარტაპები, ახალი ტექნოლოგიები იყოს მხარდაჭერილი და ახლა უკვე ამას გავაკეთებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ისე, რომ უსაფრთხოება და ხარისხიანი, სანდო ინვესტიციები იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.



„მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ - ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
access_time2021-04-23 12:55:56
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას  შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.     აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.     “ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ...

ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა

ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა
access_time2021-04-23 13:00:00
„2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. თვალაბეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს...

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...


მსგავსი სიახლეები

up