ნათია თურნავა: „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში სრულიად სამართლიანად, ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმები

ნათია თურნავა: „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში სრულიად სამართლიანად, ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმები

access_time2020-09-10 18:20:06

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეეხება, აბსოლუტურად ობიექტურია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 



„ანგარიშში საქართველოზე გაკეთებულია უაღრესად პოზიტიური შეფასებები, რაც აბსოლუტურად ობიექტურია - ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო წლებში იმისთვის, რომ ვიყოთ არამარტო რეგიონალური ლიდერი ბიზნესის კეთების სიმარტივის, ბიზნესის თავისუფლების და გამჭვირვალე გარემოს თვალსაზრისით, არამედ ზოგიერთი პარამეტრის, მაგალითად, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით ჩვენ მსოფლიოს ლიდერები ვართ, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




ამასთან, ნათია თურნავას თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში სრულიად სამართლიანად, ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმები არამარტო ეკონომიკის სფეროში, არამედ სხვა მიმართულებებით, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები, ასევე ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს საარჩევნო რეფორმა.



„რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასე ობიექტურად და დადებითად აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო საქართველოში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი, რაც განსაკუთრებით გვაძლიერებს ახლა, როდესაც გლობალური პანდემიაა და გლობალური გამოწვევაა და გლობალური ეკონომიკა დადგა დიდი სირთულის წინაშე, ჩვენ კი ამ დროს მაქსიმალურად ვცდილობთ ინვესტიციები გავზარდოთ, - აღნიშნა ნათია თურნავამ.







თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up