ნათია თურნავა: „აშშ-ის დახმარებით ვიწყებთ ხუთწლიან პროგრამას ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

ნათია თურნავა: „აშშ-ის დახმარებით ვიწყებთ ხუთწლიან პროგრამას ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის"

access_time2021-07-28 20:30:05

„აშშ-ის მთავრობა, ტრადიციულად, გვეხმარება ენერგეტიკული რეფორმის გატარებასა და ქართული ენერგეტიკის განვითარებაში. მათი დახმარებით  ძალიან მნიშვნელოვანი, 5 წლიანი პროგრამა იწყება დღეს, რომელსაც ეწოდება საქართველოს ენერგეტიკული მომავლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი რეფორმების, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გავხადოთ სრულად დამოუკიდებელი, ძლიერი, დაყრდნობილი საკუთარ რესურსზე და ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, რაშიც დაგვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები" - ამის შესახებ ნათია თურნავამ გორში,  USAID-ის ენერგეტიკული პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის აუცილებელია საკუთარი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება - ეს არის ჰიდროსადგურები, ქარისა და მზის სადგურები და განახლებადი ენერგიის სხვა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის.

 

 

„ცხადია, უნდა გვქონდეს აქტიური ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვაპირებთ, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დასაკავშირებლად, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი წყაროები უნდა გვქონდეს და ვიყოთ ძალიან ძლიერები ამ თვალსაზრისით. ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის არის ადგილობრივი ენერგიის წყაროებზე დაყრდნობილი ახალი სადგურების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, რაც ჩვენი ქსელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახთან  ხარისხიანად, გამართულად, ყოველგვარი წყვეტის გარეშე მივიტანოთ ელექტროენერგია და ამისთვის ჩვენი ქსელებიც განვითარდეს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.


 

 

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში წარმოადგენს 5 წლიან პროექტს, რომლის ბიუჯეტი 15, 7 მილიონი აშშ დოლარია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

 

 

პროგრამა საქართველოს ეხმარება  ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში და ხელს უწყობს   სტაბილური, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ბაზარის ჩამოყალიბებას. პროგრამის ფარგლებში, USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყნას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების  შესრულებაში. შედეგად,  პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ოჯახების, ბიზნესისა და საჯარო დაწესებულებებს მდგრად ხელმისაწვდომობას ენერგიაზე, იცავს ქვეყანას მავნე ზეგავლენისგან და ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

 





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up