ნათია თურნავა არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2020-03-20 18:25:52

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არასასურსათო მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა დედაქალაქის მერი კახი კალაძე.


შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და ახალი რეგულაციები გააცნეს.


რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა, მაგალითად ისეთის როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელების და საბანკო მომსახურება უნდა იყოს დახურული.



„კერძოდ, საუბარია საცალო ვაჭრობის ობიექტებში ვაჭრობის ფორმის ცვლილებაზე, რომელიც არასასურსათო მაღაზიების დისტნაციურად, ონლაინ რეჟიმში მუშაობას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებს განვუმარტეთ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და ის ფაქტორები, რამაც გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციაა. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების შესრულებასთან, მოვისმინეთ მათი პრობლემები და სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ შეხვედრის მონაწილეები გაგებით ეკიდებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და გვერდში უდგანან იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც ვირუსთან ბრძოლა და ვირუსის პრევენცია ჰქვია.


თავის მხრივ, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გააცნეს არსებული მდგომარეობის ფონზე შექმნილი ვითარება. მისივე თქმით, მთავრობა სხვადასხვა ქმედებებს ახორციელებს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.


„ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბიზნესსექტორს ამ რთულ პერიოდში თანადგომისთვის, და მინდა დავაიმედო, რომ ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. პირველი და მნიშვნელოვანი დღეს ისაა, რომ ყველა ერთად ღირსეულად გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის", - განაცხადა კახი კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up