ნათია თურნავა: „არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება“

ნათია თურნავა: „არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება“

access_time2021-08-02 14:20:00

„საქართველო, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში, ჩვენ ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 70-80% -ია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი“, - განაცხადა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ნათია თურნავას თქმით, სასტუმროების მაღალი დატვირთულობის გარდა ასევე მნიშვნელოვანი ირიბი ინდიკატორია ლარის სტაბილური კურსიც - ეს ნიშნავს, რომ მართლაც ხდება ტურიზმის სექტორის აღგენა-განვითარება.


ეკონომიკის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახ. დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, სამოგზაურო შეზღუდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პირველ რიგში კოვიდ-შეზღუდვებს უკავშირდება, რაც ეხება ზოგადად მთლიანად მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით - კოვიდ-საფრთხე ხან იზრდება, ხან კი - მცირდება. გარდა ამისა, ნათია თურნავას განმარტებით, სახ. დეპარტამენტის გაფრთხილება ტრადიციულად ასევე უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.



„რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შეთხვევას - პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ასე რჩება, ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები კი არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, არამედ დროდადრო ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება. მთავარია, რომ ამაზე დროულად ხდება რეაგირება. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენი მხრიდან დაგმობილია, რადგან არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up