ნათია თურნავა: „აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, 2021 წელი იყოს ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი

ნათია თურნავა: „აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, 2021 წელი იყოს ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი

access_time2020-06-09 14:00:03

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, 2021 წელი იყოს ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი. მათ შორის, გვაქვს ისეთი ბერკეტები, როგორიც არის, მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ სადაც არის უცხოური ინვესტიციების მთელი მიმართულება, მათი მოზიდვის ახალი სტრატეგია. უკვე წელსვე ველოდებით ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდას და კონკრეტულ პროექტებს - მაგალითად, ეს არის „ნამახვანი ჰესის“ პროექტი, რომელიც 700 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა და დღე-დღეზე გავხსნით ამ ჰესის მშენებლობას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხუდ განაცხადა, რომელიც უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმებს ეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის სხვა ენერგეტიკული პროექტებიც, რომლებიც განხორციელდება, მაგრამ ენერგეტიკა არ არის ერთადერთი სფერო, სადაც ველოდებით ინვესტიციების ზრდას. „ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები აისახოს საქართველოზე. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, დავარწმუნოთ ინვესტორი, რომ დიდი, მიმზიდველი ჩინური ბაზარი დატოვოს და გადმოვიდეს საქართველოში, მაგრამ, ეს არის ტენდენცია, რომელიც ზოგადად, უკვე დაწყებულია, რაც ობიექტური გარემოებაა და არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილის შედეგი. გლობალურად მიდის დივერსიფიკაციის ტენდენცია და ბევრი კომპანია, ჩინური თუ ევროპული, ცდილობს, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე გადაანაწილოს თავისი წარმოებები - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ გლობალური კომპანიები დაინტერესდნენ წარმოების გადმოტანით, პირველ რიგში, ეს არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თუმცა, მარტო არ არის საკმარისი, „შესაბამისად, იმ პოსტკრიზისულ გეგმაში, რომელზეც ვმუშაობთ და რისთვისაც თვე ან თვენახევარი დაგვჭირდება, ავსახავთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო პაკეტს ახალი ინვესტორების მიმართ და წელსვე ყველა გავხდებით საქართველოში რამდენიმე ახალი საწარმოს პროექტის დაწყების მოწმეები“ - აღნიშნა მინისტრმა.




ნათია თურნავას განცხადებით, მთელ მსოფლიოში ხდება გლობალური ეკონომიკის შემცირება, ვარდნა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ინვესტორების განწყობაზე - არა უშუალოდ საქართველოს მიმართ, არამედ, ზოგადად ინვესტიციების მიმართ, როდესაც გაურკვევლობაა მსოფლიო ბაზრებზე, ინვესტიციებისა და ახალი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება უფრო რთული ხდება. „აქედან გამომდინარე, ის კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, არის არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილი“ - განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up