ნათია თურნავა - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყოვლისმომცველია და ყველა კატეგორიის დახმარებას ითვალისწინებს

ნათია თურნავა - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყოვლისმომცველია და ყველა კატეგორიის დახმარებას ითვალისწინებს

access_time2020-04-24 17:32:18

პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყოვლისმომცველია და პრაქტიკულად, ყველა დაზარალებულ კატეგორიას შეეხება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, ამ გეგმით მთავრობა ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც დღემდე მუშაობს, მაგრამ უფრო მეტად იქნებიან დაზღვეული, რომ არ დაკარგავენ სამუშაო ადგილებს მიუხედავად იმისა, რომ მათ კომპანიებს გაუჭირდა. გეგმა ასევე ითვალისწინებს იმ ადამიანების დახმარებას, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, დაკარგეს სამუშაო, თუმცა გეგმის მიხედვით მათ გაეწევათ დახმარება, რომ ეს რამდენიმე თვე გადალახონ და შემდგომ კვლავ აქტიურად შეძლონ ეკონომიკაში ჩართვა.



ნათია თურნავას განმარტებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ასევე ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა და მოწყვლადი კატეგორიის დახმარებას, მათ შორის შშმ პირების, სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და პენსიონრების დახმარებას.




„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკას ასეთი დარტყმა მიადგა - მინუს 4% საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მინუს თითქმის 2 მილიარდი ლარი ჩვენ ბიუჯეტით, ჩვენ არ გადავხედეთ ჩვენს გეგმებს და ვთავაზობთ მრავალჯერად სისტემას, რომლითაც პენსიები გაიზრდება, არ იმოქმედებს არც ინფლაცია და მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე, ეს გეგმა არის ყოვლისმომცველი და ყველა კატეგორიას ეხება, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის განცხადებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ადამიანზე ზრუნვითაა გამსჭვალული და იმ ნაწილშიც კი, სადაც ბიზნესის დახმარებას ეხება, საბოლოო ჯამში, გეგმით გათვალისწინებული დახმარების მთავარი მიზანი ადამიანია, ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული ან მომავალში დასაქმდება.



„მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა აღინიშნოს, რომ ანტკირიზისული გეგმა არის დროული. ჩვენ უკვე ვფლობთ მასშტაბს და ვიცით, რამდენ ადამიანს, რამდენ კატეგორიას შეეხება ეს პორობლემები და ვის უნდა დავეხმაროთ. ჩვენ უკვე გვაქვს დაფინანსების გარანტირებული წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებით. ასე რომ, ეს გეგმა არის სრულიად რეალისტური და რამდენიმე ხანში ასახება ბიუჯეტში, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up