ნათია თურნავა: „ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია - იმედი გვაქვს, ინვესტორი წლის ბოლოს მოვა ხელშესახები შედეგებით“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია - იმედი გვაქვს, ინვესტორი წლის ბოლოს მოვა ხელშესახები შედეგებით“

access_time2019-10-21 17:26:52

„მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს, რომ წლის ბოლომდე მოახერხონ და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში აკისრიათ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ ყურადღების გადატანა ხდება სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა. სწორედ ასეთ პროცესებზე ყურადღების გადატანით არიან დაკავებულნი იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული ანაკლიის პორტთან მიმართებაში თავიანთი ძირითადი ვალდებულებების შესრულებაზე. ამიტომ მოვუწოდებ, ფუჭად არ გახარჯონ ეს დრო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს.



„შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი ვალდებულებების შესრულებაზე იქნება კონცენტრირებული და წლის ბოლოს, საბოლოო ჯამში, დადებს შედეგს. ჩვენთვის ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია. იმედი გვაქვს, ინვესტორი წლის ბოლოს ხელშესახებ შედეგებს წარმოადგენს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც პროექტი, რომელიც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის პარტნიორობით გაკეთდებოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ კერძო ინვესტორმა თქვას თავისი სიტყვა და წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში, სწორედ ამიტომ მივეცით კიდევ ერთი შანსი და გადავავადეთ. შემდგომში უკვე ვიფიქრებთ სხვა სტრუქტურაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.








ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up