ნათია თურნავა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ბიზნესგეგმის შედგენა“ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პროცესში საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს

ნათია თურნავა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ბიზნესგეგმის შედგენა“ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პროცესში საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს

access_time2021-01-19 18:00:00

„აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბატონი ქროქის შეფასება არის ძალიან ზუსტი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა ასპექტითა და მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ თანამშრომლობას. რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან მემორანდუმს „სუფთა ქსელის“ ინიციატივასთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც უფრო მეტი ნდობით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 



სამინისტროს ცნობით, ინტერვიუში ქით ქროქმა ისაუბრა საქართველოსა და აშშ - ის „ბიზნესგეგმის შედგენაზე“.




მინისტრის განცხადებით, ეს ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ - ის შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს. „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას,“ - აღნიშნა მინისტრმა.




„რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკისრებათ მთავრობებს, ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს და ვთანამშრომლობთ ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), რომელიც განიხილავს, საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს. ამიტომაც ვახდენთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ინტენსიფიკაციას და ამ წინსვლის პერსპექტივები არის ისეთი ნათელი, როგორც არასდროს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up