ნათია თურნავა: „„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ იქნება კიდევ ერთი,  საინტერესო წამოწყება - 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 2000 ადამიანს დაასაქმებს“

ნათია თურნავა: „„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ იქნება კიდევ ერთი, საინტერესო წამოწყება - 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 2000 ადამიანს დაასაქმებს“

access_time2021-09-28 23:00:00

„ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, ძალიან მასშტაბური მომავლის პროექტის - ეს არის „ამბასადორი ბათუმი აილენდი,“ რომელსაც მთავრობის სხდომამ გუშინ დაუჭირა მხარი და პრაქტიკულად, შემდგომი წლების განმავლობაში მომსწრე გავხდებით ახალი, მასშტაბური განვითარების, რაც, პრაქტიკულად, ახალი უბნის აშენებას გულისხმობს შავ ზღვაში, ხელოვნურ კუნძულზე“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავამ პროექტის დაწყება მიულოცა მთელ აჭარას, მის ხელმძღვანელობას და ინვესტორს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ძალიან საინტერესო, მასშტაბური, ამბიციური იდეა - 90 ჰა ფართობის ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების შექმნა შავიზღვისპირეთში, ბათუმში, რომელზეც მომავალში გაშენდება ახალი დიდი უბანი. მინისტრის ინფორმაციით, იქ დაახლოებით 500 ჯამური ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსები, სავაჭრო კომპლექსები, გასართობი ინდუსტრია, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი განთავსდება, რომლებიც ბათუმში არაერთ ტურისტს მოიზიდავს.



„ზოგადად, მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, როდესაც ხელოვნურ პლატფორმებზე, ხელოვნურ კუნძულებზე ხდება განაშენიანება და არაფერია გასაკვირი, რომ დღევანდელ საქართველოში, ჩვენი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმ გარანტიებით, რაც შექმნილია ზოგადად ქართველი ინვესტორებისთვის, მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელება ხდება შესაძლებელი. ეს არის გრანდიოზული პროექტი, სულ მცირე 100 მლნ დოლარის - 300 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება, ასევე 2000 ადამიანის დასაქმება, რაც ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ეს არის არამხოლოდ ახალი ტურიზმის განვითარების პლატფორმა და ტალღა, არამედ ახალი სამუშაო ადგილები ამ მასშტაბური პროექტის წყალობით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




ამასთან, მინისტრის თქმით, ეს უდიდესი ინვესტიცია ასევე საკმაოდ საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისითაც, საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია და მოითხოვს ძალიან დეტალურ, სკურპულოზურ კვლევას, რაზეც ინვესტორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას - კომპანია უახლოესი თვეების განმავლობაში ჩაატარებს ყველა აუცილებელ კვლევას, რომელიც უფრო მეტად დაადასტურებს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მიმზიდველობას და განხორციელებადობას.



„ჩვენ გვსურს აღგითქვათ გვერდში დგომა, ამ ურთულესი პროექტის განხორციელებისას, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო წამოწყება, რომელიც თავის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ამ გლობალური გამოწვევის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არსად წასულა და ჯერ კიდევ გრძელდება, ჩვენ მოვახერხეთ და ზაფხულის ტურისტული სეზონი, რაც ამდენად მნიშვნელოვანია აჭარისთვის, ჩავატარეთ მეტ-ნაკლებად წარმატებით, უკვე მილიონზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს განვითარება შემდგომში კიდევ სტაბილური, განჭვრეტადი და მიმზიდველი რომ გახდეს. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა მსგავსი ამბიციური პროექტებიც განხორციელდება, მათ შორის აჭარაში, რომელიც მართლაც ჩვენი ტურისტული ბაზრის მარგალიტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up