ნათია თურნავა - ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიები  მზად არიან, მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს

ნათია თურნავა - ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიები მზად არიან, მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს

access_time2020-03-16 22:58:36

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილზე მიწოდების სერვისის კომპანიებს შეხვდა.

 

შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაცია მიეცათ, მაქსიმალურად გადავიდნენ ადგილზე მიტანის სერვისზე და შეწყვიტონ კლიენტების საკუთარ შენობებში მომსახურება.

 

„კომპანიებისგან  მოვისმინეთ რამდენად აქვთ რესურსი, გაუმკლავდნენ გაზრდილ მოთხოვნას. დავრწმუნდით, რომ მაქსიმალურად მზად არიან, მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს, გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ადამიანები ჩართონ სერვისის მიწოდებაში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, აღვუთქვით მაქსიმალური მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ რესტორნებთან ძალიან კონსოლიდირებულად იმუშავებენ და რესტორნებიც შეძლებენ  არ შეწყვიტონ გაყიდვები და გადავიდნენ მომსახურების უფრო უსაფრთხო ფორმებზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

თავის მხრივ, კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ შეუფერხებლად შეძლებენ ადგილზე მიწოდების სერვისის უზრუნველყოფას.


როგორც კომპანია „ვოლტის" წარმომადგენელმა ნატალია ხიზანიშვილმა განაცხადა, კომპანია მზად არის დააკმაყოფილოს როგორც რესტორნების, ასევე სუპერმარკეტების მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნა.

 

„ჩვენ ასევე დავნერგეთ ისეთი ფუნქციონალი, როგორიცაა უკონტაქტო მიტანა, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კურიერისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომპანია „მენიუ ჯის" დირექტორის თამარ არევაძის თქმით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო. მისივე თქმით, კომპანია სრულად არის მზად როგორც პროგრამულად, ასევე კურიერების რაოდენობის მხრივ, რომ არსებულ გამოწვევას უპასუხოს.

 

შეხვედრაში 15-მდე კომპანია მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი და „საქართველოს ფოსტის" დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up