ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2020-2021 წლებში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება

ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2020-2021 წლებში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება

access_time2020-12-14 16:40:00

წელს და მომავალ წელს ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება და არც მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

რაც შეეხება „თბილისი ენერჯის“, როგორც თურნავამ განმარტა, ეს არის კომერციული მომხმარებლისთვის მიწოდებული გაზი კერძო კომპანიის მიერ, რომელსაც სახელმწიფო და სემეკი არ არეგულირებს.

„თუმცა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“. ტარიფების გაზრდა იანვრის დასაწყისში იგეგმება და ჯერ დრო გვაქვს. ვნახავთ, რისი გაკეთება შეიძლება ერთობლივად და კონსულტაციის შედეგად. ეს კომუნიკაცია გრძელდება და შედეგი ცნობილი გახდება მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, აქ სემეკი არის ჩართული პროცესში. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები საკმაოდ დიდ ზარალს განიცდიან პანდემიის გამო. მათ შემოსავალი შეუმცირდათ, რადგან ეკონომიკა შემცირდა და შესაბამისად, მოხმარებაც შემცირდა. სხვა ფაქტორებიც არის, რომელიც მათ ეკონომიკაზე ზემოქმედებს. მათ შორის ლარის კურსი, რომელიც ასევე პანდემიით არის გამოწვეული. სხვაგვარად ჩვენ მზარდი ექსპორტი გვაქვს და მზარდი ინვესტიციები. აქედან გამომდინარე, დავაცადოთ მარეგულირებელ კომისიას, დათვალოს. მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც ტარიფების რყევები იყოს, ეს არ იგრძნოს განსაკუთრებით სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ და ზოგადად მოსახლეობამ. მე არ მინდა ჩავერიო დამოუკიდებელი მარეგულირებლის ფუნქციებში. მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.


1tv.ge




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up