ნათია თურნავა - აბსოლუტურად არასწორია, თითქოს მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე - ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და ამის გამეორებით არ დავიღლები

ნათია თურნავა - აბსოლუტურად არასწორია, თითქოს მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე - ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და ამის გამეორებით არ დავიღლები

access_time2020-02-06 12:30:20

არასწორია, რომ თითქოს ამა თუ იმ ფაქტორის გამო, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. ანაკლიის პროექტი არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და მე არ დავიღლები ამის გამეორებით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც თურნავამ აღნიშნა, ის პირობას დებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ტენდერი ჩატარდება დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ ისე, რომ ეს პირობები ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს.


„დღეს მთავრობამ კვლავ იმსჯელა ანაკლიის პორტის მომავალზე და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იყო ჩართული საქართველოს მხრიდან ანაკლიის პროექტის შიდა ხელშეკრულების მხარედ, გადმოეცემა ეკონომიკის სამინისტროს და ამის მთავარი მიზეზი და მიზანია ჩვენ დავიწყოთ მზადება ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის. მოგეხსნებათ, როდესაც თავიდან გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად სწორედ ეკონომიკის სამინისტრო გახლდათ ის უწყება, რომელმაც ამის ორგანიზება გააკეთა და სამაოდ დიდი ინტერესი იყო მის მიმართ.



შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ხელახლა ტენდერის მომზადება დავიწყოთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ისევ ერთვება ეკონომიკის სამინისტრო. პირობას გაძლევთ, რომ ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ ისე, რომ ეს პირობები იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ გარკვეულ ინვენტარიზაციას ხელშეკრულების. გავითვალისწინებთ ყველა ბოლო ცვლილებებს და გაუმჯობესებებს, რაც მასში განხორციელდა ინვესტორის სასარგებლოდ და ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროცესში ვითანამშრომლოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, ვისთანაც ზოგადად არის კარგი გამოცდილება, რომ საერთაშორისო ტენდერების ორგანიზებაში ეხმარებიან მთავრობას.


არასწორი არის ის, რომ თითქოს ამა თუ იმ ფაქტორის გამო საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. ანაკლიის პროექტი არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და მე არ დავიღლები ამის გამეორებით.


არსებობს ძალიან დიდი მზადყოფნა საქართველოს მთავრობიდან, რომ ფინანსურად, ქონებრივად შესაბამისი მიწების გადაცემით, იურიდიულად და პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ამ პროექტის განხორციელებას და არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს იყო განხილული მთავრობაში - როგორ წამოვიწყოთ ხელახალი ტენდერი და მოვიზიდოთ ახალი, უფრო წარმატებული ინვესტორი, რომელიც საბოლოო ჯამში მთავრობასთან ერთად შეძლებს და ეს მნიშვნელობანი პროექტი დაიწყება”, - განაცხადა თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ის ფიქრობს, რომ ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება.





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up