ნათია თურნავა: „2025 წლამდე ოპტიკური ინტერნეტის ქსელით დაიფარება საქართველოს 1000-მდე დასახლებული პუნქტი

ნათია თურნავა: „2025 წლამდე ოპტიკური ინტერნეტის ქსელით დაიფარება საქართველოს 1000-მდე დასახლებული პუნქტი

access_time2021-05-14 18:50:00

„ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთი ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. შესაბამისად, მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს“ - განაცხადა ნათია თურნავამ გურიაში, სოფელ ზედა ბახვში გურიის რეგიონში განხორციელებული ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის შეფასებით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით, პროექტ „Log in Georgia-ს“ ფარგლებში წამოიწყო 2021 – 2025 წლების პერიოდში განსახორციელებელი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მთელ საქართველოში, მათ შორის იმ სოფლებს, რომლებიც დაცილებულია ურბანული ცენტრებიდან და ჯერ არ აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა. „ეს არის ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლე, ვინც მიიღებს წვდომას ოპტიკურ-ბოჭკოვან ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო - პირველ რიგში, ეს არის ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის, რომ ერთნაირი ხარისხის მომსახურება, მაღალი ხარისხის ინტერნეტი იყოს ყველგან.



„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების განათლებისთვის და სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო ბახვის საშუალო სკოლიდან დავიწყეთ ჩვენ ეს პროექტი. ბავშვები, რომლებიც აქ გვესწრებიან, იქნებიან პირველი მომხმარებლები, ვინც მიიღებს სიკეთეს, სარგებელს ამ მაღალი ხარისხის ინტერნეტიდან, შეძლებს ეზიაროს გლობალურ განათლებას“ – განაცხადა მინისტრმა.


საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up