ნათია თურნავა - 2021 წლიდან ეკონომიკა დაიწყებს ზრდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება

ნათია თურნავა - 2021 წლიდან ეკონომიკა დაიწყებს ზრდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება

access_time2020-06-04 15:10:24

2021 წლიდან ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკა საქართველოში დაიწყებს ზრდას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოს კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, რომ განსაკუთრებით გვერდში დაუდგეს ბიზნესებს, თუნდაც ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და ეს არ არის 3, 4 ან 12 თვის ამოცანა.


„2021 წლიდან ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკა საქართველოში დაიწყებს ზრდას და იმედია, რომ გლობალური ეკონომიკას უკვე მაგ დროისთვის პირველ ნიშნებს გამოავლენს რეცესიის გადალახვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021-ში უკვე ყველა პრობლემა დასრულდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესპროექტებზე, ეს გათვლილია რამდენიმე წელიწადზე და აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება, რომ განსაკუთრებით გვერდში დავუდგეთ ბიზნესებს, იგივე, თუნდაც რომ მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, ეს არ არის სამი, ოთხი ან თორმეტი თვის ამოცანა. ამაზე ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში უფრო მეტად მოგვიწევს ზრუნვა. იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ უფრო მეტად განჭვრეტადი ბიზნესგარემო, ჩვენი პროგრამები არ არის ერთჯერადი ხასიათის, ეს არის სულ მცირე საშუალოვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. როდესაც ჩვენ 5 წლის შემდეგ დავინახავთ, რომ იმდენად მდგრადია ეკონომიკა მსოფლიოში, რეგიონში, რომ ჩვენთან არსებულ ინვესტორებს არ დასჭირდებათ ასეთი ძლიერი ფინანსური ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, შევამცირებთ ამ მოცულობას. მანამდე, საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ გვერდში დავუდგებით ყველას. საკრედიტო საგარანტიო სქემით ისარგებლებს ძალიან ბევრი დარგი. მე ვიტყვი გამონაკლისებს, პირველ რიგში, ეს არის წარმოებები. რაც შეეხება ტურისტულ სექტორს, აქ ისარგებლებს ე.წ. ჰორეკა სექტორი ანუ რესტორნები, კაფეები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიას, ასევე ისარგებლებენ მარტო ახალი სესხების მოზიდვის ნაწილში, მაგრამ არა არსებული სესების რესტრუქტურიზაციის ნაწილში“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მათ შორის სესხებით ისარგებლებენ „გესთჰაუსები“, თუ ისინი ამ პროგრამის კრიტერიუმებს შეესატყვისებიან.



ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემა გასულ წელს შეიქმნა და საბანკო სესხების აღების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის თავდებობას გულისხმობს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა და მის ფარგლებში, 2 მილიარდი ლარის სესხის გაცემა იქნება შესაძლებელი.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up