ნათია თურნავა: „2020 წელს „აწარმოე საქართველოში

ნათია თურნავა: „2020 წელს „აწარმოე საქართველოში" იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის“

access_time2020-12-14 21:00:00

2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში ნათია თურნავამ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნა და განხორციელდა.


„ჩვენი ერთ-ერთი პროგრამა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის. 2020 წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა, დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, რაც არის ჯამურად 161 მილიონი ლარის ინვესტიცია, ასევე განხორციელდა მიკრომეწარმეების მხარდამჭერი კონკურსი, რისთვისაც გამოყოფილია 40 მილიონ ლარამდე, პრაქტიკულად, გაორმაგებული ბიუჯეტი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.


ნათია თურნავას ინფორმაციით, ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად იქცა კრიზისში მყოფი ინდუსტრიების მხარდაჭერისთვის (2020 წლის განმავლობაში დღემდე მხარდაჭერილია 121 პროექტი), ასევე იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ბინათმშენებლობისა და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, ვისაც იპოთეკური სესხით ბინის შეძენა სურდა (6317 სესხის მხარდაჭერა).



„ასევე აქცენტი გაკეთდა დაზარალებულ ინდუსტრიებზე, რომელთა დასახმარებლად სრულიად ახალი მიმართულებები შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში - მაგალითად, ეს არის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის, რომლითაც დღემდე უკვე ისარგებლა 2200-მდე სასტუმრომ; ასევე ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიების სუბსიდირების მექანიზმი, რომლითაც 33 ტურისტული კომპანია უკვე სარგებლობს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტროში რეგულარული შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფთან, რომლებიც ასევე დაზარალდნენ პანდემიის გამო. „მხარდაჭერის მიმართულებებს დავამატეთ ივენთ-კომპანიებისთვის საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, ახლახან ამოქმედდა ასევე სარესტორნო ინდუსტრიის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს განაცხადების მიღება და დღევანდელი ინფორმაციით, უკვე 1400-ზე მეტმა რესტორანმა მოგვმართა განაცხადით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთი სტარტაპებისა და ინოვაციების წახალისებას, რომელიც დისტანციურ სამუშაოსთან და უსაფრთხოების ნორმების დანერგვასთან იყო დაკავშირებული“ - განაცხადა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up