ნათია თურნავა: 2020 წელი ინტერნეტიზაციის პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა იქნება

ნათია თურნავა: 2020 წელი ინტერნეტიზაციის პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა იქნება

access_time2020-01-09 18:30:21

„ინტერნეტიზაციის პროექტით ძალიან დაინტერესებულია მსოფლიო ბანკი, რომლის მხარდაჭერითაც, ქვეყანაში უკვე ხორციელდება 5 წლიანი სტრატეგია. მათი მხრიდან ასევე გამოთქმულია სურვილი, რომ „ოუფენ ნეტის პროგრამაც დააფინანსონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია საკუთარი სახსრები, მაგრამ როდესაც დაზუსტდება ბიუჯეტი, შემდეგ განისაზღვრება, გვჭირდება თუ არა დამატებითი წყაროები პროექტის განხორციელებისთვის - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული ორი საკითხი - „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია და საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავას თქმით, დაგეგმილია მარეგულირებელ კომისიასთან ერთად პროექტის მთლიანი დიზაინის შესყიდვა, რადგან დიზაინი განსაზღვრავს სწორედ ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, განისაზღვრება წყაროებიც.




მთავრობის გადაწყვეტილებით, უშუალოდ ქსელის მშენებლობას განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი. ნათია თურნავას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ყველაზე გამოცდილი სტრუქტურა, რომელიც წლებია, ახორციელებს მსოფლიო ბანკის პროექტებს, არის სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდი.



„აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს. გადავწყვიტეთ, რომ პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად იმისთვის, რომ უკვე მომავალ წელს შევძლოთ ქსელის მშენებლობის დაწყება, ხოლო მისი თანმიმდევრობა, რეგიონები, შემდეგი ვადები განისაზღვრება მთავრობასთან შეთანხმებით. პროექტის კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up