ნათია თურნავა - 2019 წელს საქართველოს 7 რეგიონის 11,000 - მდე აბონენტს  ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა

ნათია თურნავა - 2019 წელს საქართველოს 7 რეგიონის 11,000 - მდე აბონენტს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა

access_time2020-01-29 15:16:00

2019 – 2021 წლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაზიფიცირების სამწლიან სტრატეგიულ პროგრამას ახორციელებს. ამ პროგრამის მიმდინარეობა იყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2019 წლის ანგარიშისა და 2020 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის განხილვაც ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. პრეზენტაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილიც ესწრებოდა, კომპანიის ხელმძღვანელმა მიხეილ შალამბერიძემ წარადგინა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია," რომელმაც 2019 წელი ფინანსური მოგებით დაასრულა, უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ზრდის მის ეფექტურობას, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. კომპანია ოპერირებას უწევს 2000 კილომეტრამდე მაგისტრალურ გაზსადენს.


„ჩვენი კომპანიის გამართულ მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება. ამდენად, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს დიდ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში არსებული გაზსადენებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვა და კოროზირებული მონაკვეთების შეკეთება/გამოცვლა, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ახორციელებს გაზიფიცირების მასშტაბურ სამთავრობო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, საქართველოს დაახლოებით 90 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული" - განაცხადა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ.


პრეზენტაციის თანახმად, გაზიფიცირების 2019-2021 წლის სამთავრობო გეგმის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ ლარი დაიხარჯება.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამაა, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. „2019 წელს გაზიფიცირება დაგეგმილზე სწრაფად წარიმართა და იმაზე მეტმა ადამიანმა შეძლო გაზის საერთო ქსელში ჩართვა, ვიდრე მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, შარშან 2019 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 7 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 41 დასახლებულ პუნქტში. ჯამში აშენდა 702 485,3 გრძივი მეტრი გაზსადენი და 10 820 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში"- განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაზიფიცირების ახალი უბნების სამშენებლო სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დროს უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები.


ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს,

რომლებიც 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. მომზადებულია დამატებით 145 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის

საჭირო პროექტი და დასრულდა 407 დასახლებული პუნქტის წინასაპროექტო მოკვლევა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up