ნათია თურნავა: 2015 წელს სტაბილიზაციის მომსწრენი გავხდით, რაც 2016 წლისადმიც ბევრ იმედს სახავს

ნათია თურნავა: 2015 წელს სტაბილიზაციის მომსწრენი გავხდით, რაც 2016 წლისადმიც ბევრ იმედს სახავს

access_time2016-01-03 16:00:57

2015 წელს საპარტნიორო ფონდის საქმიანობას ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა აჯამებს:

 

"გასული წელი იყო საკმაოდ რთული, თუმცა ამავდროულად წარმატებულიც, რადგან როდესაც შენს წინაშე გამოწვევაა და შენ ამ გამოწვევას ღირსეულად პასუხობ, ეს წარმატებაა. რეგიონისა და მათ შორის ჩვენი, როგორც რეგიონში ძლიერად ინტეგრირებული  ქვეყნის მთავარი გამოწვევა წელს იყო, ცხადია, სავალუტო შოკებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და სავალუტო ბაზრების მყისიერი რყევა ჩვენს ირგვლივ. ეს ყოველივე არ შეიძლებოდა არ ასახულიყო საქართველოზე და ამან ნეგატიური მოვლენები გამოიწვია სავაჭრო ბალანსის გაუარესების, ექსპორტიორი კომპანიებისთვის გაყიდვების შემცირების სახით, ზოგადად, სხვადასხვა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც არაერთი შეკითხვა და არასტაბილურობის განცდა გაუჩნდა.

 

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ამ გამოცდას საკმაოდ წარმატებით გაუძლო, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით სიტუაცია მოკლე ვადებში დასტაბილურდა იმდაგვარად, რომ ეკონომიკური ზრდის ძალიან დადებითი დინამიკა იქნა შენარჩუნებული. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც ქვეყნებმა დადებითი ზრდის დინამიკა დაკარგეს და უკეთეს შემთხვევაში ნულოვან, ხოლო უარეს შემთხვევაში ნეგატიურ მაჩვენებლებზე გავიდნენ.

 

ასე რომ, 2015 წელს ჩვენ საკმაოდ კარგი სტაბილიზაციის მომსწრენი გავხდით, რაც 2016 წლისადმიც ბევრ იმედს სახავს.      

 

რაც შეეხება საპარტნიორო ფონდს, ჩვენ ვართ ერთერთი მსხვილი ეკონომიკური მოთამაშე და ინსტრუმენტი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ადეკვატურად ვიყავით მომართულები, რათა გვეპასუხა იმ გამოწვევებისთვის და იმ ვითარების ადეკვატური ნაბიჯები გადაგვედგა, რაც ყოველდღიურად იქმნება. ჩვენი ამოცანა იყო უფრო მოქნილად გვემუშავა პოტენციურ პარტნიორებთან, უფრო მეტი მიმზიდველობა შეგვეძინა საინვესტიციო პროექტებისთვის, რაც ისედაც არის ჩვენი ამოცანა, მაგრამ გამომდინარე იმ რისკებიდან და შოკებიდან, რომლებიც რეგიონში ხდებოდა, გავხდით უფრო მოქნილები, უფრო ლიბერალურები და სწრაფები. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ 2015 წელი იყო გარკვეული შედეგების დადგომის წელი. კერძოდ, საპარტნიორო ფონდმა 10–მდე სხვადასხვა ზომის პროექტი წამოიწყო ან ექსპლოატაციაში ჩაუშვა. მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფ ენერგეტიკულ პროექტებს.

 

ჩვენი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა  ორი უდიდესი პროექტი – ერთია გარდაბნის თბოსადგური, რომელიც წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ამჟამად წარმატებით აწვდის ელექტროენერგიას ქვეყნის ენერგოსისტემას. ქვეყნის ენერგოსისტემის უსაფრთხოება ნებისმიერ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მით უფრო სხვადასხვა გამოწვევების პერიოდში. 


მეორე უმსხვილესი პროექტი ესაა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური,  რომლის მშენებლობაც წამოწყებულ იქნა და ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ინვესტორთან. ინვესტიციის განხორციელება დაიწყო.  და სამუშაოები სულ უფრი მეტ ტემპს აკრეფს. 

 

გარდა ამისა, არის მცირე ზომის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ასახავს ფონდის პორტფელის დივერსიფიკაციის ტენდენციას. მაგალითად ტურიზმის და სასტუმროს სექტორში მწყობრში შევიყვანეთ ლიკანის 5–ვარსკვლავიანი რიქსოსის სატუმრო, რომელიც წლის დასაწყისში გაიხსნა. ქუთაისში დავიწყეთ მცირე, მაგრამ ამ რეგიონისთვის ძალიან საინტერესო, პირველი ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობა – ესაა ქუთაისის „ბესტ ვესტერნი,“ რომლის მშენებლობა ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს და სასტუმრო 2017 წელს გაიხსნება.

ფონდმა ასევე იაქტიურა მრეწველობის, საშენმასალათა სექტორში და გაიხსნა საწარმო, რომელიც აწარმოებს სამშენებლო სენდვიჩ–პანელებს. მისი პროდუქცია უკვე იყიდება საქართველოში და საწარმო ემზადება პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის.

როდესაც ჩვენ ზოგადეკონომიკურ კონტექსტზე ვსაუბრობთ, იმპორტის ჩანაცვლებას, რაც აღნიშნული პროექტით ხდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ასევე უნდა აღინიშნოს თვითმფრინავების ნაწილების საწარმო, რომლის პროექტსაც ისრაელის კომპანია Elbit Systems-თან ერთად ვახორციელებთ.  

 

წლის ბოლოს ძალიან გააქტიურდა აღმოსავლეთის მიმართულება – ჩინეთთან ერთობლივი პროექტები. ამ მომენტისთვის უკვე გაფორმებული გვაქვს რიგი მემორანდუმებისა ჩინურ მხარესთან. მათ შორისაა ტექსტილის და ჩინური კერამიკის წარმოება. ამაზე მომავალ წელს უფრო აქტიურად ვიმუშავებთ, მთავარია, საფუძველი ჩაყრილია.

ფონდი გეგმავს გააქტიურებას სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც და ორ პროექტს უკვე ჩაეყარა საფუძველი. ესაა ლურჯი მოცვის წარმოება ოზურგეთის რაიონში, რომლის დაფინანსება უკვე დავიწყეთ და პირველი საექსპორტო გაყიდვები უკვე შედგა, მეორე კი ესაა სულ ახლახანს, სამტრედიაში სათბურის გაფართოების პროექტი. მომავალში ვფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობაში ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

 

რაც შეეხება ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა ეკონომიკაში შეიქმნას, ჩვენი, ისევე როგორც ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მთავარი ამოცანა იქნება, ესა საფრთხეები ვაქციოთ მოგების მიღების წყაროდ და ჩვენდა სასიკეთოდ შემოვატრიალოთ. ამის მიღწევა ყოველთვის შეიძლება ადეკვატური ტაქტიკით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოინახოს საპარტნიორო ფონდის ისეთი მოდელი, რომელიც სამომავლო მოთხოვნების ადეკვატური იქნება. ერთი რამ ცხადია: საპარტნიორო ფონდის მსგავსი სტრუქტურის არსებობა და მისი როლი საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია და მომავალშიც ასე იქნება, რათა უფრო მოქნილად იმუშაოს ინვესტიციების მოზიდვისთვის. 

 

მიუხედავად იმისა, რომ თავისი ფორმით საპარტნიორო ფონდი სააქციო საზოგადოებაა, იგი არის ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების ქმედითი იარაღი. აქედან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა მთლიანადაა შეწყობილი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის პოლიტიკასთან. 

 

თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი მანდატი, რომელიც უფრო მოქნილი და ეფექტურია, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის, რადგან ფორმით კერძო საწარმო ვართ, კუთვნილებით კი – სახელმწიფო. ამ სინერგიის ეფექტი, პირველ რიგში, ინვესტიციების წახალისებისკენ იქნება მიმართული, რაც იყო მთავარი გამოწვევა წელს და ასეთად დარჩება 2016 წელსაც."

 



ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up