ნათია თურნავა: „2012 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტად არის გაზრდილი“

ნათია თურნავა: „2012 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტად არის გაზრდილი“

access_time2020-10-27 14:00:00

„2012 წლის შემდეგ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარდინალურად შეცვალა მიდგომა გაზიფიცირების მიმართ - თუ მანამდე აქცენტი ძირითადად კეთდებოდა თბილისზე და მხოლოდ დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზგამანაწილებელი მილებით, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ და პრაქტიკულად, ორჯერ და მეტად გაიზარდა გაზიფიცირების დონე სხვადასხვა რეგიონში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.


მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე სამეგრელოში 34 პროცენტიდან 83 პროცენტამდე გაიზრდება გაზიფიცირების დონე, გურიაში - 37 დან 98 პროცენტამდე, აჭარაში, განსაკუთრებით მთიან აჭარაში, სადაც ძალიან რთულია ამ პროექტების განხორციელება, თითქმის გაორმაგდება და 55 პროცენტიდან 81 პროცენტს მიაღწევს, ქვემო ქართლში 80 პროცენტამდე გაიზრდება, შიდა ქართლში იქნება თითქმის ასპროცენტიანი დაფარვა, კახეთში ეს მაჩვენებელი მიაღწევს 86 პროცენტს, მცხეთა მთიანეთში იქნება 83 პროცენტი, იმერეთში კი - 79 პროცენტი. „მთლიანობაში, საქართველოში, 2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის 90 პროცენტზე მეტის გაზიფიცირებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენისთანა რელიეფის მქონე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის სახელისუფლებო გუნდის, კონტრაქტორი და გაზგამანაწილებელი კომპანიების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. „ეს არის აძალიან მასშტაბური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 2019-2021 წლებში 384 დასახლებულ პუნქტში 5217 კილომეტრი სხვადასხვა წნევის მილით გაზის გაყვანას, რისთვისაც 240 მილიონი ლარი დაიხარჯება“ - განაცხადა მინისტრმა





Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up