ნათია თურნავა: „100 წიაღისეულიდან აუქციონზე 60 ობიექტი მაღალი კონკურენციით გაიყიდა, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ ქმედებებს კორონავირუსთან დაკავშირებით

ნათია თურნავა: „100 წიაღისეულიდან აუქციონზე 60 ობიექტი მაღალი კონკურენციით გაიყიდა, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ ქმედებებს კორონავირუსთან დაკავშირებით

access_time2020-03-12 13:14:10

კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 100 წიაღისეულის ობიექტიდან 60 წარმატებით გაიყიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.ნათია თურნავას ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი ობიექტები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში გასხვისდა.


„მიუხედავად კორონავირუსის გამო არსებული გლობალური გამოწვევისა, რომელიც გარკვეულ შეფერხებას იწვევს ბიზნესშიც და ჩვენშიც, გუშინ საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 100 წიაღისეულის აუქციონი. 100 ობიექტიდან 60 საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამოვლენით გავყიდეთ, გავასხვისეთ ბიზნესზე", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორები შემოვიდნენ 60 სხვადასხვა საბადოზე, აიღეს მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომელიც ჩაიდება როგორც წიაღის მოპოვებაში, ისე მის გადამუშავებაში. ამასთან, მინისტრის განცხადებით, „ეს არის მინიმალური ვალდებულება, რეალური ინვესტიცია და ვალდებულება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, უფრო მაღალი იქნება".



აღსანიშნავია, რომ წიაღისეულის 60 ობიექტის პრივატიზების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასაქმედება ადგილობრივი მოსახლეობა.


ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, აუქციონის შედეგები მნიშვნელოვანია დღეს, კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში. „ჩვენ გვაქვს მაინც ოპტიმისტური მოლოდინი, ბიზნესსაც აქვს გარკვეული რწმენა, რომ ეს არის დროებითი პრობლემა, რომელიც ადრე თუ გვიან გადალახული იქნება. ბიზნესი ენდობა ჩვენს კოორდინირებულ მოქმედებებს კორონავირუსთან ბრძოლის და პრევენციის თვალსაზრისით და სწორედ ამის ნიშანია ის მაღალი ინტერესი, რაც მათ გუშინ გამოავლინეს წიაღისეულის აუქციონის მიმართ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


100 წიაღისეულის აუქციონი მომავალშიც გაგრძელდება - საპრივატიზაციო სია ახალი უკვე ობიექტებით შეივსება.





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up