ნათია თურნავა - 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მნიშვნელოვანი  ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას ვეხმარებით

ნათია თურნავა - 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას ვეხმარებით

access_time2021-06-23 17:40:00

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომელიც მეშვიდედ გამოცხადდა, მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც ვეხმარებით საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ქართული სტარტაპები უკვე ძალიან კონკურენტუნარიანები არიან გლობალურად და გვაქვს წარმატებული მაგალითები, სადაც ჩვენმა სტარტაპებმა სახელმწიფოს დაფინანსების შემდეგ მოიზიდეს კერძო ინვესტიცია სილიკონ ველზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.


„ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში გლობალურად ჩვენ უკვე ვართ მაღალ დონეზე და ძალიან მაღალკონკურენტუნარიანები. მინდა ვუსურვო წარმატება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჩვენს კონკურსებში და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მიზანსწრაფულობისთვის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დახმარებისა და საკუთარი ნიჭიერების შედეგად ქართული სტარტაპები მსოფლიო აღიარებას მოიპოვებენ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ასევე მოუწოდა ქართველ ინვესტორებს, ვინც უკვე დაიწყო ინვესტირება ახალ იდეებში, სტარტაპებში უფრო მეტი ინვესტიცია გაიღონ ჩვენი მომავლის სასარგებლოდ.



„ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ისეთი ღირებული იდეები, რომელიც მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას მოწმობს თუნდაც ბოლო შემთხვევები, როცა ჩვენი სტარტაპები პოულობენ ათობით მილიონის ინვესტიციას საზღვარგარეთ. მინდა, რომ მეტმა ქართველმა ინვესტორმა დააბანდოს თანხები საქართველოს მომავალში, ახალ იდეებში, ახალ სტარტაპებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up