ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რეგულაციების დარღვევისთვის 10 000-მდე ჯარიმაა გამოწერილი

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რეგულაციების დარღვევისთვის 10 000-მდე ჯარიმაა გამოწერილი

access_time2020-09-24 19:38:47

ამ დროისთვის რეგულაციების დარღვევისთვის დაახლოებით 9-10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ორი კატეგორიის ადამიანები არიან, ისინი, ვინც წესებს ზედმიწევნით იცავენ და ისინი, ვინც არ იცავენ - ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დაჯარიმება.

„რეალურად პრაქტიკაში ორი გზაა. გარკვეული ადანიანები მეტ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენენ და მთავრობის რეკომენდაცია საკმარისია იმისთვის, რომ ის რაც აკრძალულია წესები ზედმიწევნით დაიცვან. მეორე კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში, მათთან, ვინც არ იცავს წესებს და რეგულაციებს, ვიყენებთ ჯარიმას. ამ დრომდე დაახლოებით 9-10 ათასამდე ჯარიმა არის გამოწერილი. აქედან ნაწილს კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ჯარიმები უკვე გადახდილი აქვს. ამ კუთხით კონტროლი, ანუ რეგულაციების აღსრულების კუთხით კონტროლი გამკაცრებულია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული „კლასტერები“ სოციალურ ღონისძიებებს და განსაკუთრებით, ქორწილებს უკავშირდება.

„ბოლო პერიოდში ქორწილების, ქელეხების დაბადების დღეების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების დაჯარიმების შემთხვევები, რა თქმა უნდა, გვაქვს. შრომის ინსპექცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მინდა გითხრათ, რომ ის ერთეული შემთხვევები, რომელიც საზოგადოების თვალს მოხვდა, ეს არ არის მასშტაბური შემთხვევები. რეალურად ამას საზოგადოება პასუხისმგებლობით მოეკიდა იმიტომ, რომ ბოლო "კლასტერები", რაც გვქონდა, უმრავლესობა იყო მსგავსი სოციალური ღონისძიებებიდან განსაკუთრებით, ქორწილებიდან. ბოლო პერიოდში ბათუმშიც, თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც მაგალითად სამეგრელოში და იმერეთში, იყო მსგავსი ღონისძიებებიდან წარმოშობილი "კლასტერები"“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.


ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რეგულაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ წესების დაცვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.


IPN.GE 






მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
access_time2020-10-30 12:00:43
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის სექტემბერში,...

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ოქროს მოპოვებიდან სასტუმრო ბიზნესამდე - ვინ არის ანაკლიის ახალი ინვესტორი

ოქროს მოპოვებიდან სასტუმრო ბიზნესამდე - ვინ არის ანაკლიის ახალი ინვესტორი
access_time2020-10-30 11:00:48
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად ეკონომიკის სამინისტრომ პროგრამის 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ფარგლებში ინვესტორ კომპანია VM Industries-ს 4 946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა. ბიზნესის რეესტრის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კომპანიის მფლობელები საქართველოს მოქალაქეები ვლადიმერ ფანგანი და ლინა მა არიან, რომელიც წარმოშობით ჩინეთიდანაა.   ჰესები,...


მსგავსი სიახლეები

up