ნათია მეზვრიშვილი - ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, საგანგებო მდგომარეობის ვადით, რჩება ძალაში

ნათია მეზვრიშვილი - ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, საგანგებო მდგომარეობის ვადით, რჩება ძალაში

access_time2020-04-28 16:10:51

ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, საგანგებო მდგომარეობის ვადით, რჩება ძალაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.


როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, 27 აპრილიდან მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, ორი დღით დაშვებულია გადაადგილება იმ ოთხ ქალაქში, სადაც შესვლა და გასვლა იყო აკრძალული და დღეს საღამოს 21:00 საათამდე, მოქალაქეებს შეეძლებათ დაბრუნდნენ თავიანთ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე.


„როგორც იცით, 27 აპრილიდან მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები, რომელიც დაწესებული გვქონდა. ეს ძირითადად შეეხო სამ შეზღუდვას - დაშვებულია მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება, ორი დღით, 27 და 28 აპრილს, იმ ქალაქებში, სადაც შესვლა და გასვლა იყო აკრძალული - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, დაშვებული იქნა საქალაქთაშორისო მიმოსვლა, რადგან არსებობდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, რომლებიც შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ჩარჩნენ ამ ქალაქებში და სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით მთავრობამ მოხსნა აღნიშნული შეზღუდვა ორი დღის ვადით. კომენდანტის საათი რჩება ძალაში. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება კვლავ აკრძალულია. ზოგადად, ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, საგანგებო მდგომარეობის ვადით რჩება ძალაში. დღეს საღამოს 21:00 საათამდე, მოქალაქეებს შეეძლებათ ამ ოთხ ქალაქში შესვლა და გამოსვლა და მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ თავიანთ ფაქტობრივ საცხოვრებელ თუ რეგისტრაციის ადგილზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.



როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, 27 აპრილიდან სრულად არის დასაშვები ონლაინ ვაჭრობა და აგრარული ბაზრების ფუნქციონირება, თუმცა ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ეს არ ეხება სოციალური ცხოვრების გახსნას და მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები.


„27 აპრილიდან სრულად არის დასაშვები ონლაინ ვაჭრობა და აგრარული ბაზრების ფუნქციონირება. ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებს, მეწარმე სუბიექტებს ახსოვდეთ ერთი რამ - ჩვენ ეკონომიკური გახსნის გეგმა წარმოვადგინეთ და ეს არ ეხება სოციალური ცხოვრების გახსნას. მთელი ის შეზღუდვები, რომელიც ორიენტირებულია დისტანციის დაცვაზე, მობილობის შემცირებაზე, გარკვეულწილად ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვები რჩება ძალაში. დღეის მდგომარეობით დაკეტილია სასაფლაოები და ამის შესახებ შესაბამისი განცხადებები გაკეთდა. ხვალიდან მანამ, სანამ მთავრობა არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, ეს ოთხი ქალაქი ისევ იქნება დაკეტილი და ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა იქნება აკრძალული, ასევე იმოქმედებს კომენდანტის საათი და ყველა იმ ეკონომიკურ საქმიანობაზე, მათ შორის, ონლაინ ვაჭრობაზე, აგრარული ბაზრების ფუნქციონირებაზე, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ ორშაბათიდან, 27 აპრილიდან ეს საქმიანობები დასაშვებია, ეს ადამიანები, ფიზიკური პირები, მეწარმეები, ვალდებულები იქნებიან, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები. უმნიშვნელოვანესია ამ წესების დაცვა მოქალაქეების მხრიდან, რადგან შეზღუდვების მოხსნა და წარმატებულობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებენ მოქალაქეები და მეწარმე სუბიექტები დაკისრებულ ვალდებულებებს, იმიტომ, რომ თუ შესრულება არ მოხდება ზედმიწევნით, შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება და ის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც მთავრობამ გასული კვირის პარასკევს წარმოადგინა, ვერ ამოქმედდეს იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ის არის წარმოდგენილი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up