ნათია მეზვრიშვილი - წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან

ნათია მეზვრიშვილი - წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან

access_time2020-10-20 22:07:54

წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, თუ მთავრობა დაინახავს, რომ წესები მასობრივად არ სრულდება, შესაბამისი რეგულაციების შემოღება გამორიცხული არ არის.


„პირბადის ტარების წესი არის საკმაოდ მარტივი, ნათლად არის ეს ყველაფერი გაწერილი და არ ვფიქრობ, რომ აქ რამე დავაკელით, მათ შორის საზოგადოების ინფორმირების ნაწილში. საზოგადოებას ვეუბნებით, რომ პირბადე უნდა გაიკეთონ დახურულ სივრცეში, მაგრამ უნდა გაიკეთონ ცხვირზეც და პირზეც. დღეს პოლიცია მთელი დღე დაკავებულია იმით, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც არასწორად უკეთიათ პირბადე, ელემენტარულად მიუთითონ, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანებს ჯარიმის ენით ველაპარაკოთ. ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არა მხოლოდ დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე, არამედ ღია სივრცეშიც, სადაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არის. მე პირადად ვცდილობ, ეს წესები ღია სივრცეშიც დავიცვა და იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება ჯარიმის ენით საუბარი.

წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ამ წესების აღსრულება, მაგრამ ზრდა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომელიც ამ წესს არ ასრულებს. ამიტომ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მასიურად წესების შეუსრულებლობასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციების შემოღება გამორიცხული არ არის“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up