ნათია მეზვრიშვილი - წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაცია ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის გარეშე  ერთობლივად, სამოქალაქო კონსოლიდაციის პირობებში ვმართოთ

ნათია მეზვრიშვილი - წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაცია ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის გარეშე ერთობლივად, სამოქალაქო კონსოლიდაციის პირობებში ვმართოთ

access_time2020-10-20 21:24:00

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდვებს თავი ავარიდოთ. ცალსახად შემიძლია თქმა, რომ მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო მკაცრს შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გეგმავს, ისეთს, როგორი შეზღუდვებიც ჩვენ გვქონდა საგანგებო მდგომარეობის, დროს მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მზარდია და მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვთქვით რომ შესაძლოა ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რომ ამის მიზეზი მარტივია და თავდაპირველად, ვირუსის დასაწყისში საქართველომ, ისევე როგორც მსოფლიომ არ იცოდა, თუ რასთან ჰქონდა საქმე და მკაცრი შეზღუდვები იყო საუკეთესო საშუალება როგორც სწავლის, ისე ადამიანური დანაკარგების თავიდან აცილების.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეს ამოსავალი წერტილი არის ეკონომიკის გადარჩენა.

„მიზეზი არის ძალიან მარტივი, მართალია კრიტიკოსები ჰყავს ამ მიდგომას და ოპონენტები ამის გამო გვაკრიტიკებენ, მაგრამ დასაწყისში ჩვენ ეს გავაკეთეთ ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, მარტო საქართველო არ იგულისხმება, მსოფლიომ არ იცოდა რასთან ჰქონდა საქმე, ამიტომ იმისთვის, რომ გვესწავლა და მეტად მოვმზადებულიყავით, ეს ყო საუკეთესო საშუალება, რომ დიდი ადამიანური დანაკარგები თავიდან აგვერიდებინა. დღეს ამოსავალი, უპირველესი მიზანი არის ეკონომიკის გადარჩენა, დღეს ჩვენ მკაცრ შეზღუდვებს უბრალოდ ვეღარ დავაწესებთ. ორი არჩევანია, ერთი - მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეორე - შედარებით უმტკივნეულო, მარტივი, ელემენტარული წესების დაცვა, გარკვეული პასუხისმგებლობების გაზიარება სახელმწიფოს, ორგანიზაციასა და მოქალაქეს შორის და წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკისთვის მძიმე ზიანის გარეშე შევძლოთ და ეს სიტუაცია ერთობლივად, სამოქალაქო კონსოლიდაციის პირობებში ვმართოთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები წესებს არღვევენ, რაზეც შესაბამისი რეაგირება ხდება, დღეს გაცილებით მაღალია არასავალდებულო რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, ვიდრე დასაწყისში.

„წერტილოვანი შეზღუდვები არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ციფრებზე. მაგალითად, ბათუმში იყო ამის საჭიროება, გააჩნია. ასევე სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როდესაც დავაწესეთ შეზღუდვები, კლასტერები, რომლებიც იყო გამოვლენილი აქედან იყო, ანუ წყარო საიდანაც არის ინფიცირების. თუ დავინახავთ, რომ წესები მასიურად დაცული არ არის, რისი თქმის საფუძველიც დღეს არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები წესებს მაინც არღვევენ და შრომის ინსპექციას უწევს, მუნიციპალიტეტს, შსს-ს ამაზე რეაგირება, ეს არ არის მასშტაბური ხასიათის და ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენ დღეს მასშტაბურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ. დასაწყისში, ელემენტარულად ადამიანებმა არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, პირბადე, სადეზინფექციო საშუალებები არ იყო, წესებს ადამიანები არ იცავდნენ და გახსოვთ ალბათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი იყო არასავალდებულო რეკომენდაციების შესრულების დაბალი მაჩვენებელი. მოსახლეობა ამას უბრალოდ არ იცავდა, დღეს გაცილებით მაღალია შესრულების მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის დარღვევები და ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ რეაგირება მოვახდინოთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up