ნათია მეზვრიშვილი - შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გასვლაზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედი ყველა სხვა შეზღუდვა ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება

ნათია მეზვრიშვილი - შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გასვლაზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედი ყველა სხვა შეზღუდვა ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება

access_time2020-05-05 00:10:14

საქალაქთაშორისო შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გასვლაზე, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს, ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თბილისსა და რუსთავში შეზღუდვები ძალაში რჩება, რადგან თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის შესაძლებლობას.



მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და არ არის გამორიცხული, რომ კვირის ბოლოს ამ ქალაქებში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვებიც მოიხსნას.




„პრემიერმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ თანმიმდევრულები. თანმიმდევრულად ვმოქმედებდით მაშინ, როდესაც ეს შეზღუდვები შემოვიღეთ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და ვცდილობთ, რომ ასევე თანმიმდევრულად, რისკების კონტროლით, ეტაპობრივად ავხსნათ შეზღუდვები. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაყრდნობით და სწორედ სიტუაციის შეფასებით მივიღეთ ყველა გადაწყვეტილება და მოვხსენით გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.



როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეკონომიკის აღდგენისა და შეზღუდვების მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმა ითვალისწინებდა ორკვირიან შუალედებს ეტაპიდან ეტაპამდე, თუმცა გეგმის წარდგენისას ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა შეზღუდვები უფრო ადრე მოხსნილიყო და სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, დღეს, როდესაც რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა.



„ბრძოლა მიმდინარეობს ორ ფრონტზე - ერთის მხრივ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად, ხოლო მეორეს მხრივ, ეკონომიკის გადასარჩენად. ეკონომიკის აღდგენისა და შეზღუდვების მოხსნის ის 6-ეტაპიანი გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ითვალისწინებდა ორკვირიან შუალედებს ეტაპიდან ეტაპამდე, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემდა და პროფესიონალების რეკომენდაცია ამგვარი იქნებოდა, შესაძლებელი იყო მომდევნო ეტაპის გადმოტანა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. სწორედ ასეთი მომენტი იყო დღეს, გასული დღეების ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დაყრდნობით. უკვე ხვალიდან, ის შეზღუდვები, რომელიც ამ გეგმაში მეორე ეტაპზე იყო გათვალისწინებული, დაახლოებით ერთი კვირით ადრე იხსნება. სამშენებლო სამუშაოები ხდება დასაშვები, დასაშვები ხდება სამშენებლო მასალების წარმოება, სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობა, ავტოტექმომსახურება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up