ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, წესების აღსრულებაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ კერძო სექტორს და მოქალაქეს

ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, წესების აღსრულებაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ კერძო სექტორს და მოქალაქეს

access_time2020-10-19 20:00:00

სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ წესების აღსრულებაზე განახორციელოს სათანადო კონტროლი, თუმცა ეს არის გაზიარებული პასუხისმგებლობა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 ნათია მეზვრიშვილის თქმით, სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არ აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს, ამიტომ ხელისუფლებას არჩეული აქვს თანმიმდევრული სტრატეგია.


„ჩვენ დღეს ვართ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე. განსხვავებით ვირუსის შეკავების ეტაპისა, რაზეც ვიმყოფებოდით წლის დასაწყისში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს ვირუსთან თანაცხოვრების პროცესში ვიმყოფებით, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ვირუსთან გარკვეული წესების დაცვით. აქ საუბარია იმ ელემენტარულ წესებზე, რომლის დაცვისკენაც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ და რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვირუსს მართავს, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ წესების აღსრულებაზე განახორციელოს სათანადო კონტროლი, თუმცა ეს არის გაზიარებული პასუხისმგებლობა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეს. სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ამას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს, ამიტომ ჩვენ გვაქვს არჩეული თანმიმდევრული სტრატეგია.

გვესმის, რომ გარკვეული მცდელობები პანიკის დათესვის არსებობს, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა ერთი და ორი თვე, არამედ ერთი წელი, ამიტომ, აქ მკაცრ შეზღუდვებზე და სრული ლოკდაუნის გამოცხადებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაცხადებთ წერტილოვან ლოკალურ შეზღუდვებს და ერთის მხრივ წერტილოვანი შეზღუდვებით და მეორე მხრივ, წესების სრული დაცვით ვმართავთ ამ პროცესს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up