ნათია მეზვრიშვილი სასწავლო დაწესებულებებში სწავლაზე - მთავრობა  ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მუშაობას წერტილოვანი მიდგომებით გააგრძელებს

ნათია მეზვრიშვილი სასწავლო დაწესებულებებში სწავლაზე - მთავრობა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მუშაობას წერტილოვანი მიდგომებით გააგრძელებს

access_time2020-10-21 11:30:00

ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში, თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ნათია მეზვრიშვილის თქმით, თუ მთავრობა დაინახავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, მუშაობას წერტილოვანი მიდგომებით გააგრძელებს.



„დღეს იმისი რესურსი, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ მიმდინარეობდეს, შესაბამის უნივერსიტეტებს აქვთ. ასევე მივეცით უნივერსიტეტებს დისკრეცია, რომ, იქ, სადაც ისინი თვლიან, რომ რისკები არსებობს და სურვილი აქვთ, რომ დისტანციურად სწავლა განახორციელონ, ეს გადაწყვეტილება მათ მიიღონ და ეს მთლიანად მათ დისკრეციას განეკუთვნება. თუ დავინახავთ, რომ სადღაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, აქაც წერტილოვანი მიდგომები გვაქვს. იქ, სადაც დადასტურდა შემთხვევები, დაიხურა საბავშვო ბაღები, საკლასო ოთახები და ასეთი წერტილოვანი მიდგომებით გავაგრძელებთ მუშაობას, თუმცა, ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში. თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up