ნათია მეზვრიშვილი - სანამ ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი, გლობალური საშუალება არ იქნება შექმნილი, ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით

ნათია მეზვრიშვილი - სანამ ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი, გლობალური საშუალება არ იქნება შექმნილი, ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით

access_time2020-09-24 14:07:00

თავიდან საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ სისტემა მოგვემზადებინა, შეგვეძინა მეტი ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით, შეგვემცირებინა მობილობა და ამ გზით მაქსიმალურად შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებით იყო სწორი, რადგან რეალურად ჩვენ თავიდან ავირიდეთ საკმაოდ დიდი ადამიანური დანაკარგები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ნათია მეზვრიშვილის თქმითვე, მზაობაში იგულისხმება ის, რომ ქვეყანაში სამედიცინო საშუალებების სრული მარაგია, გადამზადებულია მედპერსონალი, მათ შორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და სხვადასხვა მიმართულებებით არაერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუნდაც საწოლფონდთან დაკავშირებით.



„ხშირად შეკითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ - მომზადებაში. უკეთეს მზაობაში, დღეის მდგომარეობით, ვგულისხმობთ იმას, რომ რა თქმა უნდა, უფრო მეტია, სამედიცინო საშუალებების სრული მარაგი გვაქვს, გადამზადებულია მედპერსონალი, მათ შორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და სხვადასხვა მიმართულებებით გადადგმული გვაქვს წინ ნაბიჯები, იგივე საწოლფონდთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ ამ დეტალებზე ბევრს არ ვისაუბრებ. ამ ყველაფრის მიუხედავად ვხედავთ, რომ რეალურად რაოდენობა მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ვირუსი გაქრა და დავამარცხეთ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ვირუსი არსად გამქრალა, ამას ცალკე აღებული ქვეყანა ვერ დაამარცხებს, ამის ილუზია ჩვენ არ უნდა გვქონდეს. საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაიგოს, მანამ სანამ ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი, გლობალური საშუალება არ იქნება შექმნილი, ან ვაქცინა არ იქნება, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up