ნათია მეზვრიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, ვგულისხმობთ,  რომ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი

ნათია მეზვრიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, ვგულისხმობთ, რომ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი

access_time2020-09-14 15:10:06

მთავრობის პოლიტიკა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და გააზრებული, მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ვირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ნათია მეზვრიშვილის თქმითვე, ამ არაპროგნოზირებადი ბუნების გათვალისწინებით, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება იძლეოდა.



„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში დაგროვილ კითხვებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უწყებათაშორის საბჭოზე და გვსურს, რომ ეს გადაწყვეტილებები დეტალურად გაგაცნოთ. ამ არაპროგნოზირებადი ბუნების გათვალისწინებით, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება გვაძლევდა. ჩვენ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა და მოიმატებდა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად. ეს ბუნებრივიც იყო, რა ვითარებაც დღეს, ამ მიმართულებით გვაქვს ქვეყანაში. ამასთანავე, ვთქვით, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, ვინაიდან, შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვების კვლავ დაწესებას ქვეყანა ეკონომიკურად ვეღარ გაუძლებდა. როდესაც თანმიმდევრულობაზე ვსაუბრობთ და მთავრობის პოლიტიკის მეტ-ნაკლებ პროგნოზირებადობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის, რასაც ჩვენ ვამბობდით წლის დასაწყისში, როდესაც პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, პრაქტიკულად, დღეს გვაქვს ეს რეალობა“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.


ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობდა მთავრობა, როდესაც ამბობდა, რომ უნდა შევგუებოდით ვირუსთან ერთად ცხოვრებას.


„რა თქმა უნდა, ამაში არ ვგულისხმობდით იმას, რომ უნდა დავბრუნებულიყავით ვირუსის გავრცელებამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც ქვეყანაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, ვგულისხმობთ იმას, რომ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი, ის ელემენტარული წესები, რომლის დაცვისკენაც მოგვიწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო. პირველ რიგში, ეს გახლავთ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, საერთო სარგებლობის ლიფტებში, ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა მთავრობის დადგენილებით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ, გახლავთ დისტანციის დაცვა და ამასთან დაკავშრებითაც არსებობს შესაბამისი რეგულაციები. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ - მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან, რაზეც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.







აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 21:50:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up