ნათია მეზვრიშვილი პრემიერის ვიზიტზე - ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში

ნათია მეზვრიშვილი პრემიერის ვიზიტზე - ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში

access_time2020-09-30 21:43:08

ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხვალინდელ დღეს, რაც ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რასაც პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილეს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში, აგრეთვე, ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.




ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა.



„საუბარი შეეხო იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს და დემოკრატიულ რეფორმებს, რაშიც ბუნებრივია, ჩვენმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, თითოეული იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ქვეყანა რეფორმებს ახორციელებს. პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა. პრემიერის მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მაღალი დონის შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი და რაშიც ყოველდღიურად ცხოვრება უწევთ ჩვენს თანამოქალაქეებს. განხილული იქნა საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში და ხაზი გაესვა ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით,“- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up