ნათია მეზვრიშვილი OGP-ის დირექტორს - ღია მმართველობა და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალური გამჭვირვალობა მთავრობის პრიორიტეტია

ნათია მეზვრიშვილი OGP-ის დირექტორს - ღია მმართველობა და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მაქსიმალური გამჭვირვალობა მთავრობის პრიორიტეტია

access_time2020-10-23 14:42:27

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა OGP-ის(Open Government Partnership) აღმასრულებელ დირექტორთან სანჯეი პრადანთან საუბრისას ღია მმართველობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართლ შეხვედრაზე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია მმართველობის პრინციპებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულებადა ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაციის ღიაობა, ანგარიშვალდებულება და მაქსიმალური გამჭვირვალობა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებად რჩება, განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში.



შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის დროს ღია მმართველობის მნიშვნელობაზე და განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყნები აღმოჩნდნენ ახალი ვითარების გათვალისწინებით. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა პანდემიის დროს დეზინფორმაციის უარყოფით გავლენებზე. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, კრიზისის მართვის პირველი დღიდან საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოებისთვის დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დეზინფორმაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.



სანჯეი პრადანმა ისაუბრა პანდემიის დროს შექმნილი კრიზისული ვითარების მართვის მთავარ მახასიათებლებზე და მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებზე. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საზოგადოებასთან სწრაფი და მუდმივი კომუნიკაციის საჭიროება.




საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა OGP-ის აღმასრულებელ დირექტორს ასევე ღია მმართველობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ახლად შექმნილი საბჭოს ორგანიზაციული მოწყობის შესაბამისობა მმართველობის მაღალ სტანდარტებთან და აღნიშნეს, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საბჭოს მიერ შემუშავებული „ღია მმართველობა - საქართველოს" ახალი სამოქმედო გეგმა.



ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, კრიზისული სიტუაციის შედეგად გამოწვეული დაყოვნების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შემუშავდეს „ღია მმართველობა - საქართველოს" ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც უპასუხებს ახალ რეალობას, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოქალაქეთა საჭიროებებს.



ნათია მეზვრიშვილმა სანჯეი პრადანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრი, მზად არის კრიზისის დაძლევის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს და წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებაში.



ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 78 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up