ნათია მეზვრიშვილი - მედიკოსების რესურსი არის

ნათია მეზვრიშვილი - მედიკოსების რესურსი არის

access_time2020-10-21 23:59:57

მედიკოსების რესურსი არის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, იყო გარკვეული უკმაყოფილებები, დაგვიანებით კონსულტაციებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, ეს იყო ერთეული შემთხვევები და მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროცესში თუ რამე ხარვეზი არის, გამოასწოროს.

„ეს ადამიანები, ძალიან დიდ შრომას წევენ ამისთვის. იყო გარკვეული უკმაყოფილებები, დაგვიანებით კონსულტაციებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, აქაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევები და ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროცესში თუ რამე ხარვეზი არის, გამოვასწოროთ. ელემენტარულად, ციფრებს რომ გადავხედოთ, დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანებმა, მაგალითად მარტო დღევანდელი დღე რომ ავიღოთ, 21 000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურენ და კონსულტაცია გაუწიეს. ერთია, რასაც ამ ერთეულ შემთხვევებს ვხედავთ და მეორე არის კიდევ რეალური სურათი, რაც აუცილებლად, მანამ, სანამ ამ ადამიანებს გავაკრიტიკებთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.






1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up